მერი ტოდ ლინკოლნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მერი ტოდ ლინკოლნი
Mary Todd Lincoln2crop.jpg
აშშ-ის დროშა აშშ პირველი ლედი 1861 წლის4 მარტი-1865 წლის 5 აპრილი
დაბადების თარიღი 13 დეკემბერი, 1818
ლექსინგტონი კენტუკი
გარდაცვალების თარიღი 16 ივლისი. 1882
სპრინგფილდი, ილინოისი
დაკრძალულია ლინკოლნის სასაფლაო
პარტია რესპუბლიკური პარტია
მეუღლე(ები) აბრაამ ლინკოლნი
შვილ(ებ)ი ტედ ლინკოლნი, ედუარდ ბეიკერ ლინკოლნი, უილიამ ლინკოლნი, რობერტ ტოდ ლინკოლნი
ხელმოწერა Mary Lincoln Signature.svg

მერი ენ ტოდ ლინკოლნი (ინგლ.Mary Ann Todd Lincoln, დ. 13 დეკემბერი, 1818, ლექსინგტონი, კენტუკი - 16 ივლისი, 1882, სპრინგფილდი, ილინოისი) — აშშ-ის  მე -16 პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის მეუღლე, აშშ-ის პირველი ლედი 1861 - 1865 წლებში. ამერიკელი იურისტისა და სამხედრო მინისტრის რობერტ ტოდ ლინკოლნის დედა.[1][2]

ადრეული წლები, განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერი ტოდ ლინკოლნის დაბადების ადგილი

მერი ტოდი დაიბადა 1818 წელს ლექსინგტონში, კენტუკის შტატში, შეძლებულ არისტოკრატულ ოჯახში. მამა რობერტ სმიტ ტოდი, ბანკირი იყო.  დედა ელიზაბეტ პარკერი მშობიარობისას გარდაიცვალა 1825 წელს,  როდესაც გოგონა 6 წლის იყო. რის შემდეგაც მამა  ორი წლის შემდეგ ხელახლა დაქორწინდა ელიზაბეტ ჰამფრიზე. წყვილს ცხრა შვილი შეეძინა. მერის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა დედინაცვალთან. [3][4][5]

ადრეულ ასაკში მერი გაგზავნეს მადამ მენტელის დამამთავრებელ სკოლაში,  სადაც სასწავლო გეგმა კონცენტრირებული იყო ფრანგულ ენასა და ლიტერატურაზე.  მერიმ ფრანგული ენის გარდა  შეისწავლა ცეკვა, დრამა, მუსიკა. 20 წლის ასაკში იგი ითვლებოდა მახვილგონიერ და კეთილშობილ ახალგაზრდა ქალად,  რომელიც კარგად ერკვეოდა პოლიტიკაში.[6][7]

ქორწინება და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბრამ ლინკოლნის მკვლელობის სცენა ფორდის თეატრში
მერი ტოდ ლინკოლნის აღდგენილი პორტრეტი 1846-1847 წწ.

1839 წელს  მერი გადავიდა  სპრინგფილდში, ილინოისში. ახალ საცხოვრებელ ადგილას იგი საკმაოდ მაღალ წრეებში ტრიალებდა. მისი თაყვანისმცემელი გახლდათ ახალგაზრდა და წარმატებული პოლიტიკოსი სტივენ დუგლასი. თუმცა, მალე მერი ტოდის ყურადღება მიიპყრო უბრალო იურისტმა აბრაამ ლინკოლნმა. ისინი ორი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს და ბოლოს დაქორწინდნენ 1842 წლის 4 ნოემბერს მერის დის ელიზაბეთის სახლში, სპრინგფილდში, ილინოისი. მერი 23 წლის იყო, ხოლო ლინკოლნი 33 წლის.

წყვილს ოთხი ვაჟი შეეძინა: რობერტ ტოდ ლინკოლნი (1843-1926), ედვარდ ბეიკერ ლინკოლნი (1846-1850), უილიამ უოლესი ლინკოლნი (1850-1862) და ტომას ლინკოლნი (1853-1871). ოთხი შვილიდან მხოლოდ მათგან უფროსმა, რობერტ ლინკოლნმა (იურისტი და პოლიტიკოსი) იცოცხლა დედაზე მეტი ხანი.

სახლი, სადაც 1844–1861 წლებში  ოჯახი ცხოვრობდა, ჯერ კიდევ დგას სპრინგფილდში და გამოცხადებულია ლინკოლნის ეროვნულ ისტორიულ ღირსშესანიშნაობად. როდესაც აბრაამ ლინკოლნი ილინოისის  ოლქის რწმუნებულ იყო, მერი ხშირად რჩებოდა მარტო რამდენიმე თვის განმავლობაში. იგი ბავშვების  აღზრდით და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებით იყო დაკავებული. მერი მეუღლეს სოციალურად და პოლიტიკურად უჭერდა მხარს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლინკოლნი აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს 1860 წელს.[8][9]

აშშ-ს პირველი ლედი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერი ტოდ ლინკოლნის კაბა

1861 წელს აბრაამ ლინკოლნმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. როგორც პირველი ლედი, მერი დიდ დროს უთმობდა თეთრი სახლის მოდერნიზაციას. ასევე სამოქალაქო ომის დროს, იგი ხშირად მიდიოდა საავადმყოფოებში, სადაც სტუმრობდა დაჭრილ ჯარისკაცებს. მერი ლინკოლნი ეწინააღმდეგებოდა მონობას და მხარს უჭერდა ქმრის პოლიტიკას კავშირის შენარჩუნების მიმართულებით.

აბრაამ ლინკოლნის პრეზიდენტობის პერიოდში მერი ხშირად ამზადებდა სადილებს მეუღლისათვის.  შეძლებულ ოჯახში აღზრდილმა ქალბატონმა  მარტივი კერძების მოამზადება იცოდა, მაგრამ სრულიად აკმაყოფილებდა  ლინკოლნის გემოვნებას, მათ შორის, იმპორტირებული ხამანწკების მომზადებისას.[10]

ამავე დროს  აშშ-ს  პირველი ლედი  მრავალი პირადი სირთულის წინაშე აღმოჩნდა, რომელიც შიდა პოლიტიკურმა განხეთქილებამ გამოიწვია. მისი ოჯახი სასაზღვრო რეგიონიდა გახლდათ, სადაც მონობის ნებადართული იყო. რამდენიმე მისი ნახევარძმა მსახურობდა კონფედერაციის არმიაში და შეტაკებების დროს დაიღუპნენ, ხოლო ერთი ძმა მსახურობდა კონფედერაციის ქირურგად.

ომის დასრულებიდან ხუთი დღის შემდეგ, 1865 წლის 14 აპრილს, აბრაამ ლინკოლნი მოკლეს ფორდის თეატრში სპექტაკლის მსვლელობისას. ცოლმა, რომელიც სპექტაკლის დროს ქმრის გვერდით იყო, ვერ შეძლო ტრაგედიიდან გამოსვლა და მალევე მთლიანად დაკარგა განსჯის უნარი. მას ბიპოლარული აშლილობა დაუდგინეს. 1875 წელს მისმა ვაჟმა რობერტმა დედა ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსა. მერი ლინკოლნმა თავისი ცხოვრების დარჩენილი ნაწილი საფრანგეთში გაატარა. იგი გარდაიცვალა 1882 წელს 63 წლის ასაკში ინსულტით.[11][12]

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mary Lincoln. Firstladies.org. Retrieved on September 14, 2011.
  2. Encyclopædia Britannica (ინგლ.)
  3. Emerson, Jason (December 13, 2010). "Mary Todd Lincoln." The New York Times. Accessed November 17, 2012 Archived April 1, 2014, at the Wayback Machine
  4. Clinton, Catherine (2010) Mrs. Lincoln: A Life. New York: HarperCollins. ISBN 0-06-076041-9[მკვდარი ბმული]
  5. Historians have suggested that Robert Smith Todd and Elizabeth Parker were double first cousins: his paternal aunt was married to her father, and her paternal aunt was married to his father.Mary Todd Biography
  6. Mary Todd Lincoln Sources are split in their use of the spelling "Mentelle" and "Mantelle".
  7. Donald, David Herbert (1995). Lincoln. New York: Touchstone. p. 85.
  8. Mary Todd Lincoln House, National Park Service, (June 9, 1977). Retrieved on September 14, 2011.
  9. "Abraham Lincoln and Chicago (Abraham Lincoln's Classroom)". The Lincoln Institute. Retrieved December 2, 2012.
  10. The Lincoln Institute, The Lehrman Institute, and the Gilder Lehrman Institute of American History. "Mr. Lincoln's White House: Mary Todd Lincoln (1818–1882)."[მკვდარი ბმული] No date. Accessed December 13, 2010
  11. Pearson, Patrick. "Understanding Mary Lincoln". Ford's Theatre. Retrieved October 3, 2018.
  12. LaPook, Jonathan (July 16, 2016). "Mary Todd Lincoln: Doctor says first lady misdiagnosed". CBS News. Retrieved July 22, 2016.