ბეტი ფორდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეტი ფორდი
Betty Ford
ბეტი ფორდი Betty Ford
აშშ-ის პირველი ლედი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 აგვისტო, 1974 – 20 იანვარი, 1977
პრეზიდენტი  ჯერალდ ფორდი
წინამორბედიპეტ ნიქსონი
მემკვიდრეროზალინ კარტერი

დაბადებული8 აპრილი, 1918
ჩიკაგო
გარდაცვლილი8 ივლისი, 2011
რანჩო-მირაჟი, კალიფორნია
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
მეუღლეჯერალდ ფორდი
შვილები4
ხელმოწერა

ელიზაბეთ ენ „ბეტი“ ბლუმერ ფორდი (ინგლ. Elizabeth Anne «Betty» Bloomer Ford, დ. 8 აპრილი, 1918, ჩიკაგო — გ. 8 ივლისი, 2011[1], რანჩო-მირაჟი) — აშშ-ის პრეზიდენტის ჯერალდ ფორდის მეუღლე, აშშ-ის პირველი ლედი 1974 წლის 9 აგვისტოდან 1977 წლის 20 იანვრამდე. ბეტი ფორდი 1973 წლის 20 იანვრიდან 1974 წლის 9 აგვისტომდე ჯერალდ ფორდის ვიცე-პრეზიდენტობის დროს, იყო აშშ-ის მეორე ქალბატონი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეთ ენ ბლუმერი დაიბადა 1918 წლის 8 აპრილს ჩიკაგოში და იყო მესამე შვილი და ერთდერთი გოგო ოჯახში. გოგონა ბავშობიდან ძირითადად იმყოფებოდა მიჩიგანის შტატის ქალაქ გრანდ-რეპიდსში, სადაც მან დაასრულა ცენტრალური საშუალო სკოლა. 1929 წლის უოლსტრიტის კრახის შემდეგ ბეტი ბლუმერი ტანსაცმლის მოდელირებით იყო დაკავებული, ასევე სხვა ბავშვებს ასწავლიდა ვალსის ცეკვასა და ფოქსტროტს. თავად მან ცეკვა ისწავლა კალი ტრევისის საცეკვაო სტუდიაში, სწავლა დაასრულა 1935 წელს. როდესაც ბლუმერი იყო 16 წლის, გარდაიცვალა მამამისი გაზის გამონაბოლქვის შედეგად საკუთარ გარაჟში მუშაობის დროს.

სკოლის დასრულების შემდეგ განიზრახა გაეგრძელებინა ცეკვა ნიუ-იორკში, მაგრამ დედამისი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ამასთანავე ორი წლის განმავლობაში ზაფხულობით სტუმრობდა ბენინგტონის ცეკვის სკოლას ვაიომინგის შტატში, სადაც სწავლობდა მართა გრემის ხელმძღვანელობით. პარალელურად იგი მუშაობდა მოდელად ჯონ რობერტ პაუერსის ფირმაში. მალევე ბეტი შევიდა გრემის მოცეკვავეთა დამხმარე ჯგუფში და დაიწყო გამოსვლები კარნეგი-ჰოლში. დედა ვერ ეგუებოდა შვილის კარიერულ გზას და მოუწოდებდა ბეტის დაბრუნებულიყო სამშობლოში, მაგრამ დედა და შვილი მალე კომპრომისს პოულობს.

1941 წელს ბლუმერი ბრუნდება მიჩიგანის შტატში, სადაც მუშაობას იწყებს ადგილობრივი უნივერმაღის მოდელად. ასევე მან ჩამოაყალიბა საკუთარი საცეკვაო ჯგუფი და საცეკვაო ხელოვნების სწავლებით დაკავდა, მათ შორის ასწავლიდა ინვალიდ ბავშვებსაც.

1973 წლის სექტემბერში ბეტი ფორდი ჰოსპიტალში მოხვდა. მას აღმოაჩნდა მკერდის კიბო. ექიმმა მას მარჯვენა მკერდი მოკვეთა. 1976 წელს პირადმა ექიმმა გამოაცხადა მისი სრული რეაბილიტაცია და განაცხადა, რომ სიმსივნე დაამარცხა. 1978 წელს ბეტი ფორდმა გამოაქვეყნა საკუთარი წიგნი „The Times of My Life“. 1982 წელს დააარსა ბეტი ფორდის ცენტრი, ორგანიზაცია, რომელიც ებრძოდა ალკოჰოლიზმსა და ნარკოტიკების გამოყენებას[2]. 1991 წელს ბეტი ფორდი დააჯილდოვეს პრეზიდენტის თავისუფლების მედლით, ხოლო 1999 წელს კი კონგრესის ოქროს მედლით.

ქორწინება და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1942 წელს ბლუმერი ცოლად მიჰყვება უილიამ უორენს, ავეჯის გამყიდველს რომელსაც 12 წელი იცნობდა. წყვილს შვილი არ შესძენიათ. 1947 წელს მათი ქორწინება წარუმატებლად დასრულდა. ბეტის ახალი რჩეული გახდა იურისტი და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ჯერალდ ფორდი. ჯვრისწერა შედგა 1948 წლის 15 ოქტომბერს ქალაქ გრანდ-რეპიდსში. წყვილს შეეძნა ოთხი შვილი: მაიკლ ჯერალდი (1950 წ.), ჯონ გარნერ ფორდი (1952 წ.), სტივენ მეიგს ფორდი (1956 წ.) და სიუზენ ელიზაბეთ ფორდი (1957 წ.). 1974 წლის 9 აგვისტოს, უოტერგეიტის სკანდალის შედეგად გადადგა პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი. ჯერალდ ფორდი, რომელსაც ამ დროისათვის ეკავა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, ხდება სახელმწიფოს მეთაური. ბეტი და ჯერალდი თეთრი სახლის ყველაზე გახსნილი წყვილი იყო, ისინი ერთმანეთის სიყვარულს ღიად გამოხატავდნენ.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეტი ფორდი გარდაიცვალა 2011 წლის 8 ივლისს 93 წლის ასაკში, კალიფორნიის ქალაქ რანჩო-მირაჟში, ინსულტით გამოწვეული გართულებების შედეგად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]