მოჩიმის ეროვნული პარკი
მოჩიმის ეროვნული პარკი
Parque Nacional Mochima | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ვენესუელა |
უახლოესი ქალაქი | კუმანა |
კოორდინატები | 10°18′23″ ს. გ. 64°28′46″ დ. გ. / 10.30639° ს. გ. 64.47944° დ. გ. |
ფართობი | 949 კმ² |
დაარსდა | 1973 |
მმართველი ორგანო | ვენესუელის პარკების ეროვნული ინსტიტუტი |
მოჩიმა — ეროვნული პარკი ვენესუელაში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ანსოატეგისა და სუკრეს შტატების ტერიტორიაზე. მოიცავს 949 კმ² ფართობს და შედგება განსაკუთრებული საზღვაო არეალისაგან დასავლეთ სექტორში, სანაპირო ზოლისგან, რომელიც მოიცავს სანტა-ფეს ყურეს, მოჩიმის უბესა და მთიან ზონას, სადაც მდებარეობს ტურიმიკირეს წყალსაცავი. ეროვნული პარკი შეიქმნა ტურიმიკირეს მასივის მთის ტყეებისა და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის კარიბის ზღვის სანაპირო ლანდშაფტის დასაცავად, რომელიც განსაკუთრებულად ლამაზია.
ამავე დროს, მოჩიმა ვენესუელის ერთ-ერთი ყველაზე მეტად საფრთხის ქვეშ მყოფი პარკია. ბოლო დროს გეგმაშია ორი კონსტრუქციის პროექტი, რომელიც პარკს სამუდამოდ შეცვლის. მიმდინარეობს ქალაქ პუერტო-ლა-კრუსისა და კუმანას დამაკავშირებელი ეროვნული გზატკეცილის მშენებლობა, რომელიც პირდაპირ პარკის ტყეებში გაივლის. გზის ცენტრალური სავალი ნაწილის გარდა, მის გასწვრივ სუფთავდება 70 მეტრზე მეტი სიგანის ტერიტორია.
მეორე საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც პარკი შეიქმნა, მის საზღვრებში მოქცა ადამიანთა მრავალი დასახლება, რის გამოც ვენესუელის ეროვნული პარკების ინსტიტუტს (INPARQUES) სიტუაციის მართვა უჭირს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარკს სახელი ეწოდა ქალაქ მოჩიმასგან და ის ერთ-ერთია ვენესუელის კარიბის ზღვის სანაპიროზე მდებარე ეროვნულ პარკთაგან. შეიქმნა 1973 წელს და ის იყო მეორე საზღვაო ეროვნული პარკი ქვეყანაში. მოიცავს მთლიან სანაპირო ზოლს პუერტო-ლა-კრუსისა და კუმანას გარშემო, ასევე სანაპიროდან მოშორებულ 32 კუნძულს.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სანაპირო ზოლი მთიანია, პლაჟბით, ყურეებითა და განსაცვიფრებელი სილამაზით. მრავალფეროვანი მიკროკლიმატის წყალობით, ზოგიერთ არეალში, წყალში აღმართული გიგანტური კლიფებია, რომელთა მიმდებარე ტერიტორიბი მოკლებულია მცენარეულობას, მაშინ, როდესაც სხვა არეალებში უხვადაა ჯუნგლების მცენარეულობა და პლაჟები.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საშუალო წლიური ტემპერატურა 22 — 28 °C-ს შორის მერყეობს. სანაპიროს კლიმატი გამოირჩევა მაღალი ტემპერატურითა და მუდმივი პასატებით ნოემბრიდან მაისამდე.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- http://www.parkswatch.org/parkprofile.php?l=eng&country=ven&park=monp დაარქივებული 2018-09-19 საიტზე Wayback Machine.
|