მონტენეგროს პასპორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მონტენეგროს მოქალაქის პასპორტი

მონტენეგროს მოქალაქის პასპორტი
გამოშვების თარიღი 5 მაისი 2008[1]
გამცემი მონტენეგროს დროშა მონტენეგრო
დანიშნულება იდენტიფიკაცია
აუცილებელი მოთხოვნები მონტენეგროს მოქალაქეობა
ღირებულება 33 ევრო[2]

მონტენეგროს მოქალაქის პასპორტი (მონტ: crnogorski pasoš / црногорски пасош) — ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც გაიცემა მონტენეგროს მოქალაქეებზე საერთაშორისო მოგზაურობისთვის.

პასპორტს გასცემს შინაგან საქმეთა სამინისტრო ან, თუ მოქალაქე უცხოეთში ცხოვრობს, საელჩო. გარდა ამისა, პიროვნების პირადობისა ან მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენის შემთხვევაში პირს, საჭიროების შემთხვევაში, მონტენეგროს საკონსულოს წარმომადგენლების დახმარების მიღებაც შეუძლია. მოქალაქეებს არ შეუძლიათ ერთდროულად ჰქონდეთ მრავალი პასპორტი, თუ ისინი სხვადასხვა კატეგორიის არ არის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონტენეგროში პირველი პასპორტები მე-18 საუკუნეში, პრინც-ეპისკოპოსმა ვასილიე პატროვიჩმა გასცა.

თავად-ეპისკოპოს პეტრე I პეტროვიჩის დროს სპეციალური დოკუმენტი, რომელიც ცნობილი იყო „პასპორტის“ (სერბ. Пашепорт) გადაეცა იმ მოქალაქეებს, რომელთაც საზღვარგარეთ მოგზაურობა სურდათ.

თავადი-ეპისკოპოს პეტარ პეტროვიჩის მმართველობის პერიოდში მან სპეციალური მოგზაურობის მონტენეგრული გადასახადები დააწესა. ამის შემდეგ, დოკუმენტისა და შემდგომში, პასპორტის ყველა მომხმარებლის მშობლიურ ქვეყნად მათში „მონტენეგრო“ ჩაიწერა. მოგვიანებით, პეტარმა ოფიციალურად დაადგინა დოკუმენტის ოფიციალური სახელი „მონტენეგროს პასპორტი“.[3] ისი შემადგენელი ნაწილი იყო ჩერნოგორიისა და ლიტორალიის მეტროპოლიტის ბეჭედი,ორთავა თეთრი არწივი გაშლილი ფრთებით, მართლმადიდებლური ჯვარი და ლომი. ეს ყველაფერი წითელ ფონზე იყო გამოსახული.

პრინც დანილო პეტროვიჩ-ნეგოშის დროს მონტენეგროს ოფიციალურ სამთავროდ სეკულარიზაციის შედეგად, მე-19 საუკუნის შუა ხანებში დოკუმენტში შემოღებულ იქნა რელიგიური კუთვნილება და პასპორტის მფლობელის ფიზიკური აღწერილობაც კი, თაღლითობის თავიდან ასაცილებლად.[4] პასპორტში შეტანილი ბეჭედი შეიცვალა დანილოს გერბით, ლომი გადაიტანეს არწივის მკერდზე დამაგრებულ წითელ ფარზე და ამ ყველაფერს საიმპერატორო გვირგვინი დაურთეს.

ნიკოლა პეტროვიჩ-ნეგოშის მიერ გაცემული პასპორტები მნიშვნელოვნად შეიცვალა გარეგნულად, ასევე დოკუმენტიდან ამოიღეს ნებისმიერი მითითება ეროვნების შესახებ.[5] ასევე არსებობდა არაღიარებული მონტენეგროს მთავრობამ გამოაქვეყნა დევნილობაში 1919 წელს, სერბეთის მიერ ქვეყნის ანექსიის შემდეგ.

იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, პასპორტები გაიცა „იუგოსლავიის მოქალაქეთა სამგზავრო დოკუმენტების შესახებ“ კანონის შესაბამისად, რომელიც ძალაში შევიდა 1996 წლის 26 ივლისს, თუმცა ქვეყანა არსებობდა 1992 წლიდან. ასეთი პასპორტები ლურჯი ფერის იყო და ორი წარწერა ჰქონდათ. ოქროს ასოებით - ზედა ნაწილში Савезна Република Југославија (იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა) და სამ ენაზე დაწერილი სიტყვა პასპორტი: სერბულად (კირილიცა), ინგლისურად და ფრანგულად. პასპორტის შუაში გერბი იყო გამოსახული. 2003 წელს სერბეთისა და ჩერნოგორიის სახელმწიფო კავშირად გადაკეთების შემდეგ, პასპორტები ახალი სახელით არ გაიცა კავშირის მოსალოდნელი დაშლის გამო, რაც საბოლოოდ მოხდა 2006 წელს.

მონტენეგროს დამოუკიდებლობის შემდეგ, მონტენეგროს მოქალაქეები იგივე სამგზავრო დოკუმენტს იყენებდნენ, რასაც სერბეთი 2008 წლამდე, მხოლოდ განსხვავება იყო უფლებამოსილების მინიჭებაში, ამ შემთხვევაში, მონტენეგროს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უვიზოდ მოგზაურობის უფლება მონტენეგროს მოქალაქეებისთვის:
  მონტენეგრო
  უვიზო მიმოსვლა
  ვიზა ჩასვლისას
  eVisa
  ვიზა ადგილზე და ციფრულად
  ვიზა საჭიროა

2006 წლის 30 ნოემბერს მთავრობამ მიიღო შეთანხმება მემორანდუმის შესახებ მონტენეგროს რესპუბლიკასა და სერბეთის რესპუბლიკას შორის მონტენეგროს მოქალაქეების საკონსულო დაცვისა და მომსახურების შესახებ. ამ ხელშეკრულებით, სერბეთი, დიპლომატიური და საკონსულო მისიების ქსელის საშუალებით, მონტენეგროს მოქალაქეებს საკონსულო მომსახურებას უწევს იმ ქვეყნების ტერიტორიაზე, სადაც მონტენეგროს არ აქვს საკუთარი მისიები.

2010 წლის 1 იანვარს მთავრობამ ოფიციალურად გააუქმა მონტენეგროს ყველა არაბიომეტრიული პასპორტი, იმ შემთხვევაშიც, თუ ვარგისიანობის ვადა 2010 წლის 1 იანვარზე დიდხანს ჰქონდათ. იმის გამო, რომ მონტენეგროს არაბიომეტრიული პასპორტები იმ დღიდან აღარ ითვლებოდა მოქმედ სამგზავრო დოკუმენტებად, მფლობელები ვალდებულნი იყვნენ მოგზაურობის მიზნით მონტენეგროს ახალი ბიომეტრიული პასპორტები გაეკეთებინათ.[6]

სავიზო მოთხოვნები მონტენეგროს მოქალაქეებისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მონტენეგროს მოქალაქეებს ჰქონდათ უვიზოდ მოგზაურობის უფლება 107 ქვეყანაში და ტერიტორიაზე, ჰონლის სავიზო შეზღუდვების ინდექსის მიხედვით მონტენეგროს პასპორტი მოგზაურობის თავისუფლების მხრივ (კოლუმბიის პასპორტთან მიბმული) 50-ე ადგილზეა.[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1]
  2. Postupak i potrebni dokazi za izdavanje ličnih dokumenata -PASOS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-09. ციტირების თარიღი: 2021-04-01.
  3. http://www.njegos.org/passports/pasos1.jpg
  4. http://www.njegos.org/passports/pasos3.jpg
  5. http://www.njegos.org/passports/pasos4.jpg
  6. INVALIDATED PASSPORTS, EFFECTIVE 1 JANUARY 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 1 აპრილი 2021.
  7. Global Ranking - Visa Restriction Index 2017. Henley & Partners. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 14 March 2017