შინაარსზე გადასვლა

მაჰმუდ აჰმადინეჟადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაჰმუდ აჰმადინეჟადი
محمود احمدی‌نژاد
მაჰმუდ აჰმადინეჟადი محمود احمدی‌نژاد
ირანის მე-6 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 აგვისტო, 2005 – 3 აგვისტო, 2013
წინამორბედიმოჰამად ხათამი
მემკვიდრეჰასან რუჰანი

დაბადებული28 ოქტომბერი, 1956 (1956-10-28) (68 წლის)
გარმსარი, ირანი
რელიგიაისლამი

მაჰმუდ აჰმადინეჟადი (სპარ.: محمود احمدی‌نژاد) (დ. 28 ოქტომბერი, 1956) — ირანელი პოლიტიკოსი, ირანის პრეზიდენტი 2005-2013 წლებში.

პრეზიდენტობის პერიოდში შეაჩერა ზოგიერთი ლიბერალური რეფორმა, რომელიც მისი წინამორბედების მმართველობას ახასიათებდა. აჰმადინეჟადი მმართველობა აღსანიშნავია მასშტაბური ენერგეტიკული რეფორმით. ამავე პერიოდში დაჩქარდა ირანის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა.

აჰმადინეჟადის საგარეო პოლიტიკა კონსერვატიულ სახეს ატარებს. იგი მკაცრად აკრიტიკებდა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას და გამოხატავს ირანის რუსეთთან და არაბულ სამყაროსთან ურთიერთობათა გაღრმავების იმედს. ცნობილია ისრაელის მისამართით წარმოთქმული არაერთი მკვეთრი განცხადებით. ხშირად უარყოფდა ჰოლოკოსტის ფაქტს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]