აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი
აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი
ირანის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 აგვისტო, 1989 – 2 აგვისტო, 1997
წინამორბედიალი ხამენეი
მემკვიდრემოჰამედ ხათამი

ირანის მეჯლისის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1980 – 1989
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრემეჰდი ქარუბი

დაბადებული25 აგვისტო, 1934
ბაჰრემანი, სპარსეთი
გარდაცვლილი8 იანვარი, 2017 (82 წლის)
თეირანი, ირანი
მეუღლეეფატ მარაში
შვილები4
რელიგიაშიიტური ისლამი
ხელმოწერა

აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი (სპარს. اکبر هاشمی رفسنجانی [Akbar Hāshemī Rafsanjānī]; დ. 25 აგვისტო, 1934 — გ. 8 იანვარი, 2017) — ირანელი სახელმწიფო მოღვაწე, ირანის მეჯლისის თავმჯდომარე (1980-1989) და პრეზიდენტი (1989-1997).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1934 წლის 25 აგვისტოს ღარიბ ოჯახში. 16 წლის ასაკში გადავიდა ყუმში, სადაც ისმენდა რუჰოლა ხომეინის ლექციებს ისლამურ სამართალში.

ისლამურ რევოლუციამდე პერიოდში 15 წლის განმავლობაში იჯდა ციხეში ანტისამთავრობო მოღვაწეობისათვის. ისლამური რევოლუციის შემდეგ შევიდა გარდამავალ რევულუციურ მთავრობაში. 1980 წელს გახდა მეჯლისის პირველი თავმჯდომარე და ამ თანამდებობაზე დარჩა 1989 წლამდე.

1989 წლის 3 აგვისტოს აირჩიეს ირანის პრეზიდენტად. მისი მმართველობის დროს ირანის ეკონომიკამ და სოციალურმა სფერომ მნიშვნელოვანი ლიბერალიზცია განიცადა. იგი განაგრძობდა რეფორმებს, რომლის მიზანიც იყო ირანში სრულფასოვანი თავისუფალი ბაზრის შექმნას, მაგრამ ამან გამოიწვია 49 %-იანი ინფლაცია.

რაფსანჯანის პრეზიდენტობას დაემთხვა კარდინალური ცვლილებები მსოფლიო პოლიტიკაში. მან საფუძველი ჩაუყარა ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ახალ კავშირებს, ჩამოყალიბდა ახალი ურთიერთობები არაბულ სამყაროსთან. თუმცა ურთიერთობა აშშ-სთან კვლავ დაძაბული რჩებოდა.

2000 წელს აირჩიეს ირანის მეჯლისის წევრად, მაგრამ მალევე დატოვა თანამდებობა და სათავეში ჩაუდგა მიზანშეწონილობის საბჭოს, ხოლო 2006 წელს ექსპერტთა საბჭოს წევრია.

გარდაიცვალა 2017 წლის 8 იანვარს. დაკრძალეს ხომეინის მავზოლეუმში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]