ალი ხამენეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალი ხამენეი
سید علی حسینی خامنه‏ ای
ალი ხამენეი سید علی حسینی خامنه‏ ای
ირანის უზენაესი ლიდერი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა4 ივნისი, 1989
პრეზიდენტი  ალი აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი
მოჰამად ხათამი
მაჰმუდ აჰმადინეჟადი
წინამორბედირუჰოლა ხომეინი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 ოქტომბერი, 1981 – 2 აგვისტო, 1989
პრემიერ-მინისტრიმირ-ჰოსეინ მუსავი
წინამორბედიმოჰამედ ალი რაჯა`ი
მემკვიდრეალი აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი

დაბადებული17 ივლისი, 1939
მეშჰედი, ირანი
მეუღლეხოჯასთა ხამენეი
რელიგიაისლამი

აიათოლა ალ-'უზმა ჰაჯი სეიდი ალი ჰუსაინი ხამენეი (სპარს. سید على حسينی خامنه ای 'ალი ჰოსეინი ხამენეი არაბ. سید علي الحسيني الخامنئي‎‎, 'ალი ჰუსაინი ალ–ხამინა'ი; დ. 17 ივლისი, 1939, მეშჰედი) — ირანის სასულიერო, სამხედრო და სახელმწიფო ლიდერი, აიათოლა ალ–'უზმა, წინამძღვარი და უზენაესი ლიდერია 1990 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალი ხამენეი დაიბადა ჰიჯრის 1358 წლის 28 საფარს, მამამისი ჯავად ჰუსაინი ხამენეი ასევე სასულიერო მოღვაწე იყო. თვითონ ალი ხამენეი ასე აღწერს თავის მაშინდელ ცხოვრებას: ,,– ვცხოვრობდით მაშჰადში, ჩვენი სახლი შედგებოდა სულ ერთი ოთახისაგან, რომელსაც ჰქონდა ათი ნაბიჯი სიგრძე და ექვსიც – სიგანე. ოთახის ქვეშ კი იყო მიწური სათავსო, სადაც ჩავდიოდით ხოლმე, როდესაც მამასთან, როგორც მუჯთაჰიდსა და 'ალიმთან, მოდიოდნენ მოაჯენი. საკმაოდ გვიჭირდა. ბევრჯერ უვახშმოდ დაგვიძინია."

ოთხი წლისა ალი და მისი უფროსი ძმა მუჰამადი იწყებენ სწავლას ,,დარ ალ–თა'ლიმ დიანათ"–ში, სადაც შეისწავლეს წერა–კითხვა, ანგარიში და ყურანი. 15 წლისა უკვე ამთავრებს "ჯამი' ალ–მუყადამათ"–ის სწავლას, 18 წლისა – დარსი ხარიჯს და მშობლების რჩევით ირჩევს სასულიერო კარიერას. იმავე წელს მიემგზავრება ნაჯაფის მოსალოცად.

1958–64 ყუმში აიათოლების – ბურუჯერდის, ხომეინის, იაზდისა და თაბათაბა'ის შეგირდია. 1964 წელს აიათოლა ჯავად ხამენეი კატარაქტის გამო დაბრმავდა, რამაც ალი დააყენა არჩევანის წინაშე – დარჩენილიყო ყუმში, ან დაბრუნებულიყო მაშჰადში და მიეხედა მამისათვის. მიუხედავად იმ პერსპექტივებისა, რასაც მას უხატავდნენ მისი მასწავლებლები, მან დატოვა ყუმი და დაბრუნდა მაშჰადში.

ბრძოლა ღარბზადეგისა და ენყელაფ ე–სეფიდის წინააღმდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯერ კიდევ 1952 წელს სეიდმა მუჯთაბა ნავაბ საფავიმ მაშჰადის სულაიმანის მადრასაში წაიკითხა ლექცია, სადაც გამოააშკარავეს შაჰის პოლიტიკა და მისი თანამშრომლობია გარე ძალების მიმართ.

1962 წელს ხამენეი უერთდება ხომეინის მოძრაობას ენყელად ე–სეფიდის წინააღმდეგ. ჩვიდმეტი წლის განმავლობაში, მიუხედავად დაპატიმრებებისა, დევნისა და ა.შ. – იგი სულ რჩებოდა ამ მოძრაობის ერთ–ერთ გამორჩეულ წევრად. პირველად იგი დააპატიმრეს 1383 წლის აშურას წინა დღეს, 9 მუჰარამს ბირჯანდში, (2 ივნისი 1963). მაგრამ აშურას აღსანიშნავად გამოსული ხალხი დაიძრა ბირჯანდის საპატიმროსაკენ მის გამოსახსნელად. მათ დასაშოშმინებლად ხამენეი გამოუშვეს და დაუწესეს თვალთვალი. სამი დღის შემდეგ მას ისევ აპატიმრებენ, ამჯერად სავაკი რამდენიმე კვირით.

15 რამადანს 1383 წელს (30 იანვარი 1964) , იმამ ჰასანის დაბადების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე ქერმანში ხამენეიმ მკაცრად გააკრიტიკა შაჰი. იმავე ღამეს სავაკის თანამშრომლებმა იგი დააპატიმრეს და გადაიყვანეს თეირანის სავაკის ციხეში, სადაც რამდენიმე თვის მანძილზე ჰყავდათ დაპატიმრებული.

1967, 1971 და 1972 წელს მას ისევ აპატიმრებენ, მაგრამ იგი აგრძელებს თავის მოღვაწეობას, მის ლექციებსა და გამოსვლებს ათასობით ადამიანი ესწრება. ამის გამო 1975 წელს მას სავაკი აპატიმრებს, იჭრება მის სახლში და ანადგურებს მის ხელნაწერებსა და ბიბლიოთეკას.

1976 წელს ის გაასახლეს ირანშაჰრში და უკრძალავენ მის დატოვებას. ირანშაჰრის დატოვებას იგი ახერხებს მხოლოდ ისლამური რევოლუციის დასაწყისისას.

ისლამური რევოლუციის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირანში ჩასვლისას აიათოლა ხომეინი აყალიბებს რევოლუციურ საბჭოს, სადაც შედის აიათოლა ხამენეიც.

1981 – მცირე ხნით აიათოლა ხომეინის წარმომადგენელია უმაღლეს საბჭოში. მაგრამ მალევე მოემგზავრება ფრონტზე თავდაცვის მინისტრ მუსტაფა ჩამრანის დაღუპვის შემდეგ, სადაც მონაწილეობს რამდენიმე ბრძოლაში.

1982 წელს თეირანში, აბისარის მეჩეთში მას თავს ესხმიან ტერორისტები, მაგრამ მძიმე ჭრილობების მიუხედავად იგი გადარჩა. იმავე წელს, ტერორისტების მიერ მუჰამად ალი რაჯა'ის მოკვლის შემდეგ იგი აირჩიეს ირანის პრეზიდენტად. ხომეინის გარდაცვალების შემდეგ იგი ირანის უზენაესი ლიდერი ხდება.

ნაშრომები, კვლევები და თხზულებანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „ისლამური აზრის მიმოხილვა“
  2. „წიგნი ლოცვად დადგომისა“
  3. „მოთმინების შესახებ“
  4. „იმამთა ბიოგრაფიები“
  5. „იმამ ჯა'ფარ ას–სადიყი – ცხოვრება, მოღვაწეობა“
  6. „განწყობილებანი იმამ ჰასანსა და მუ'ავიას შორის“
  7. „ისლამის მომავალი და პერსპექტივები“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]