ირლანდიის დასახლებული პუნქტები
იერსახე
ირლანდიაში შემდეგი ტიპის ქალაქები არსებობს:
- დიდი ქალაქი (ინგლ. City, სიტი, ირლ. cathracha) — ქვეყნის 6 უდიდესი ქალაქი, რომლებიდანაც ხუთი (დუბლინი, კორკი, ლიმერიკი, უოტერფორდი და გოლუეი) ადმინისტრაციულად საგრაფოების უდრის, ხოლო მეექვსე (კილკენი) შედის კილკენის საგრაფოში და ადმინისტრაციულად საშუალო ქალაქებთან უფროა ახლოს.
- საშუალო ქალაქი (ინგლ. Borough, ბოროუ, ირლ. buirgeanna) — ოთხი თვითმმართველი ქალაქი (კლონმელი, დროედა, სლაიგო და უექსფორდი, პლუს კილკენი, რომელიც კონტექსტიდან გამომდინარე შეიძლება იყოს ბოროუც და სიტიც.
- პატარა ქალაქი (ინგლ. Town, ტაუნი, ირლ. baile / bailte) — 75 ქალაქი, რომლებსაც საკუთარი საქალაქო საბჭო აქვს (town council); 2001 წლის აქტმა ამ გაგებაში გააერთიანა 26 „ტრადიციული“ ქალაქი (რომლებიც ასე იქნა განსაზღვრული Towns Improvement Act 1854-ის მიერ) და 49 „urban districts“, რომლებიც 1898 წლიდან არსებობს. ამ მოვლენამდე არც თუ ისე დიდი ხნის წინ ექვსმა „ტრადიციულმა“ ქალაქმა დაკარგა თავისი სტატუსი (62 სექცია Local Government Act, 1994-ში[1]): კოლონი, ფეტარდი, ნიუკასლ-უესტი, რატკილი, როსკომონი და ტალოუ.
ჯამში ირლანდიაში 2001 წლის კანონთან შეთანხმებით არის 85 ქალაქი.
აღწერითი მნიშვნელობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერითი მიზნებისთვის ირლანდიის დასახლებული პუნქტები იყოფა შემდეგნაირად[2]:
- ქალაქი (town/city) — დასახლებული პუნქტი с ოფიციალურად განსაზღვრული საზღვრებით (legally defined boundaries); მოიცავს cities, boroughs და (incorporated) towns;
- აღწერითი დასახლება (census town) — დასახლებული პუნქტი (50 ან უფრო მეტი დასახლებული სახლობა) ოფიციალურად განსაზღვრული საზღვრების გარეშე; census towns, თავის მხრივ, პირობითად იყოფა მოსახლეობის მიხედვით:
- (აღწერითი) ახალშენები (unincorporated towns) — დასახლებული პუნქტი ოფიციალურად განუსაზღვრელი საზღვრებით (census town) 1 000 ადამიანზე მეტი მოსახლეობით;
- სოფელი (village) — დასახლებული პუნქტი ოფიციალურად განუსაზღვრელი საზღვრებით (census town) 1 000 ადამიანზე ნაკლები მოსახლეობით;
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Local Government Act, 1994. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-30. ციტირების თარიღი: 2010-09-06.
- ↑ Cities/Towns Boundaries დაარქივებული 2009-11-09 საიტზე Wayback Machine. ირლანდიის აღწერის საიტზე.
|