შინაარსზე გადასვლა

ირლანდიის პროვინციები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოთხი პროვინციის დროშა.

ირლანდიის პროვინციები — ისტორიული ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მაღალი საფეხურის ერთეულები ირლანდიაში. პროვინციები შეიქმნა გელური მმართველობის პერიოდში. მან ჩაანაცვლა მანამდე არსებული სისტემა, ე.წ. ტუათი.

თავდაპირველად ირლანდია იყოფოდა ხუთ პროვინციათ — ლენსტერი, მანსტერი, კონაქტი, ოლსტერი და მითი. შემდეგ მითის პროვინცია, ყველაზე პატარა ამ ხუთს შორის, შევიდა ლენსტერის შემადგენლობაში ირლანდიის საგრაფოს სტატუსით.

ირლანდიის „ოქროს საუკუნის“ პერიოდში პროვინციები წარმოადგენდა სუსტად დაკავშირებულ სამეფო-ფედერაციებს მკაფიოდ განუსაზღვრელი საზღვრებით. ამჟამად ოთხ პროვინციას არ აქვს ოფიციალური იურიდიული სტატუსი და წარმოადგენს შესაბამისი საგრაფოების ჯგუფს. ამასთან ერთად, ლენსტერი, მანსტერი და კონაქტი მთლიანად შედის ირლანდიის რესპუბლიკაში, ხოლო ოლსტერში ექვსი საგრაფო ეკუთვნის ჩრდილოეთ ირლანდიას.

(უდიდესი ქალაქი — დუბლინი) (უდიდესი ქალაქი — კორკი) (უდიდესი ქალაქი — გოლუეი) (უდიდესი ქალაქი — ბელფასტი)