სლაიგო
ქალაქი | |
---|---|
სლაიგო Sligeach | |
სლაიგო დაბინდებისას | |
ქვეყანა | ირლანდია |
დაქვემდებარება | ადმინისტრაციული ცენტრი |
პროვინცია | კონაქტი |
საგრაფო | სლაიგო |
კოორდინატები | 54.2667°00′00″ ჩ. გ. 8.48333°00′00″ დ. გ. / 54.26670° ჩ. გ. 8.48333° დ. გ. |
ფართობი | 12,9[1] კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 13 მ |
მოსახლეობა | 19 452 კაცი (2014[2]) |
ეროვნული შემადგენლობა | (თეთრი) ირლანდიელები (83,9 %) |
სასაათო სარტყელი | UTC+0, ზაფხულში UTC+1 |
სატელეფონო კოდი | 71 |
საფოსტო ინდექსი | F91 |
ოფიციალური საიტი | sligoborough.ie |
სლაიგო (ინგლ. Sligo, ირლ. Sligeach, „ზღვის ნიჟარების სიუხვე“) — საპორტო ქალაქი ირლანდიაში, კონაქტის პროვინციაში, სლაიგოს საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი და უმსხვილესი ქალაქი. დაახლოებით 20 000 მკვიდრით, სლაიგო არის ჩრდილო-დასავლეთი ირლანდიის უდიდესი დასახლება. შემოგარენის ჩათვლით, მისი მოსახლეობა არის 38 581, რაც მთელი საგრაფოს მაჩვენებლის (63 000) 61 %-ს შეადგენს. [3]
მიუხედავად მისი შედარებით პატარა ზომისა, სლაიგო არის ისტორიული, კულტურული, სპორტული, კომერციული, ინდუსტრიული, სავაჭრო და მომსახურეობის ბიზნესის რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი. სლაიგო, ასევე, არის პოპულარული ტურისტული ადგილი ბუნების მრავალი გამორჩეული ძეგლითა და კულტურული ღირსშესანიშნაობებით.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის ინგლისური სახელწოდება – სლაიგო (Sligo) მიღებულია ირლანდიური სახელისაგან – Sligeach, რაც „ზღვის ნიჟარების სიუხვეს“ ან „ზღვის ნიჟარებიან ადგილს“ ნიშნავს. ეს აიხსნება იმით, რომ ქალაქის მთავარი მდინარე გარავოგი და მისი ესტუარი მდიდარია მოლუსკებით.[4][5]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის მონაცემებით, სლაიგოში 19 452 ადამიანი ცხოვრობს.
ქალაქში 15 890 კათოლიკე ქრისტიანია; 1 708 კაცი სხვა რელიგიის მიმდევარია (ირლანდიის ეკლესია, ისლამი, პრესვიტერიანული ეკლესია, მართლმადიდებელი ქრისტიანობა); ხოლო 1 119 ადამიანი თავს არცერთ რელიგიას მიაკუთვნებს. არაირლანდიელი მოსახლეობის წილი შეადგენს 15,8 %-ს (შედარებისთვის, მთელ ქვეყანაში 12 %-ია). სხვა ერის ჯგუფებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია პოლონური დიასპორა (1 035 ადამიანი), ხოლო შემდეგ ბრიტანული.
სლაიგოს 6 830 მცხოვრებს შეუძლია ირლანდიურ ენაზე საუბარი, ხოლო მათგან 1 763 ყოველდღე იყენებს მას. 2 947 ადამიანი სახლში საუბრისას სხვა ენას იყენებს (არა ირლანდიური ან ინგლისური), მათგან ყველაზე გავრცელებული პოლონურია (1 021 სახლში მოსაუბრე). გარდა ამისა, ქალაქის 535 მკვიდრს არ შეუძლია ინგლისურად საუბარი კარგად ან საერთოდ.
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სლაიგოში მოქმედებს ფეხბურთის, რაგბის და გელური თამაშების კლუბები. ქალაქის საფეხბურთო კლუბი – „სლაიგო როვერსი“ არის ქვეყნის 3 გზის ჩემპიონი და თასის 5 გზის მფლობელი.
მედია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სლაიგოში გამოიცემა რამდენიმე გაზეთი: „Sligo Weekender“ — ყოველ ხუთშაბათს, „The Sligo Champion“ — ყოველ სამშაბათს, ხოლო „Northwest Express“ (უფასო გაზეთი) — ყოველი თვის პირველ ხუთშაბათს. გარდა ამისა, „Sligo Now“ არის ქალაქის ყოველთვიური გასართობი გიდი.
სლაიგოში მოქმედებს რადიოს ორი სადგური.
ცნობილი პიროვნებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კიან იგანი — მუსიკოსი, ჯგუფ Westlife-ის წევრი
- მარკუს ფიჰილი — მუსიკოსი, ჯგუფ Westlife-ის წევრი
- შეინ ფილანი — მუსიკოსი, ჯგუფ Westlife-ის წევრი
- ნილ ჯორდანი — ოსკაროსანი რეჟისორი და სცენარის ავტორი
- კონსტანცა მარკიევიჩი — პოლიტიკოსი, საზოგადოებრივი აქტივსტი
- ლოლა მონტესი — მოცეკვავე და სცენის მსახიობი
- კრის ო'დაუდი — მსახიობი
- ჯეკ ბატლერ იეიტსი — მხატვარი, ილუსტრატორი, ოლიმპიური მედლის მფლობელი
- უილიამ ბატლერ იეიტსი — პოეტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ევერეტი, ვაშინგტონი, აშშ
- კროზონი, ბრეტანი, საფრანგეთი
- ილიაპელი, ჩოაპა, ჩილე
- კემპტენი, ბავარია, გერმანია
- ტალაჰასი, ფლორიდა, აშშ [6]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
უილიამ ბატლერ იეიტსის ქანდაკება ოლსტერის ბანკის წინ
-
სლაიგოს სააბატო
-
ირლანდიის დიდი შიმშილობის მონუმენტი სლაიგოს ნავსადგურში
-
კათოლიკური კათედრალის კოშკის საათი
-
სლაიგოს კათოლიკური საკათედრო ტაძარი
-
სლაიგოს ქალაქის საბჭო
-
სლაიგოს სასამართლო
-
სლაიგოს ფოსტის ოფისი 1996 წელს
-
წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის კათედრალი, ირლანდიის ეკლესია
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Official site
- სლაიგოს კათედრალი (ირლანდიის ეკლესია) დაარქივებული 2022-11-09 საიტზე Wayback Machine.
- კეროუმორის მეგალითური კომპლექსი
- სლაიგოს მემკვიდრეობა
- სლაიგო და მისი შემოგარენი
- სლაიგოს მეთოდისტური ეკლესია
- სლაიგოს პრესვიტერიანული ეკლესია
- http://www.sligotown.net/
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Table 6 – Population and area of each Province, County, City, urban area, rural area and Electoral Division, 2002 and 2006 (PDF). Census 2006, Volume 1 – Population Classified by Area გვ. 111–112. Central Statistics Office (26 April 2007). ციტირების თარიღი: 10 October 2007.
- ↑ Table 7 – Persons in each town of 1,500 population and over, ... (PDF). Census 2006, Volume 1 – Population Classified by Area. Central Statistics Office (26 April 2007). ციტირების თარიღი: 13 February 2008.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-06. ციტირების თარიღი: 2016-01-10.
- ↑ Wood-Martin's History of Sligo, 1882
- ↑ History of Sligo. Sligo Borough Council – About Us. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივნისი 2007. ციტატა: „The scallop shells [...] were once abundant in the estuary at the mouth of the Garavogue – a river once known as the 'Sligeach', or 'shelly place', giving Sligo its name“ ციტირების თარიღი: 13 May 2008.
- ↑ Tallahassee Irish Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 18 November 2012.
|