შინაარსზე გადასვლა

ინდრა დევი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინდრა დევი
დაბადების სახელი ევგენია პეტერსონი
დაბადების თარიღი 12 მაისი, 1899
რიგა, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 25 აპრილი, 2002 (102 წლის)
ბუენოს-აირესი, არგენტინა
საქმიანობა მსახიობი, იოგას მასწავლებელი
ხელმოწერა

ინდრა დევი (ინგლ. Indra Devi, ნამდვილი სახელი - ევგენია ვასილიევნა პეტერსონი (ლატვ. Eiženija Pētersone); 12 მაისი, 1899, რიგა, რუსეთის იმპერია - 25 აპრილი, 2002, ბუენოს-აირესი, არგენტინა) —ერთ-ერთი პირველი ქალი იოგა, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა. იყო იოგას პოპულარიზატორი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. [1]

ინდრა დევი დაიბადა რიგაში შვედი წარმოშობის ბანკის მოხელის ვასილი პეტერსონისა და რუსი დიდგვაროვანი ოპერეტის მსახიობის ალექსანდრა ლაბუნსკაიას ოჯახში.

პირველი მსოფლიო ომის დროს ოჯახი გადავიდა რიგიდან პეტერბურგში. იქ მან ადაამთავრა საშუალო სკოლა.  ამ დროს  გოგონა უკვე  ოცნებობდა მსახიობობაზე და შევიდა კომიზარჟევსკის თეატრალურ სტუდიაში.  ბებიას წინააღმდეგობის მიუხედავად, ევგენია მყარად იდგა თავის პოზიციაზე.  მალე მას მთავარი როლები მისცეს.  1915 წელს ევგენია ლაბუნსკაია-პეტერსონი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. სწორედ მაშინ მიიპყრო მისი ყურადღება პირველმა  წიგნმა იოგას შესახებ. 1920 წელს ევგენია დედასთან ერთად ემიგრაციაში - ლატვიიდან გერმანიაში გაემგზავრა, სადაც დაიწყო თეატრალური მოღვაწეობა. იქ  შეუერთდა დიაგილევის რუსულ თეატრალურ დასს. მათთან ერთად ევროპის დედაქალაქებში იმოგზაურა. მის ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი იყო ჰოლანდიაში ჯიდუ კრიშნამურტის ლექციებზე  მოხვედრა. ევგენია დაინტერესდა ინდური კულტურით და რელიგიით. [2][3]

1927 წელს ევგენია პიტერსონი ეწვია ინდოეთს, სადაც შეხვდა ჯავაჰარლალ ნეჰრუს, მაჰათმა განდის და რაბინდრანათ თაგორს. მან შეიცვალა სახელი და გახდა ინდრა დევი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში თამაშობდა ბოლივუდის ფილმებში. პარალელურად, მან იოგა შეისწავლა ბომბეისა და მაისურში; მისი მასწავლებელი იყო ტირუმალაი კრიშნამაჩარია, იოგაშალის დამფუძნებელი მაისურის იაგანმოჰანი სასახლეში. გარკვეული პერიოდის შემდეგ ინდრა დევი დიპლომატ მეუღლესთან ერთად ჩინეთში გაემგზავრა, სადაც მან 1939 წლის თებერვალში შანხაიში გახსნა იოგის სტუდია; იოგას ენთუზიასტებს მფარველობდა დიქტატორ ჩანკაი შის მეუღლე სონგ მეილინგი. ჩინეთში სახელი გათქვა, როგორც ინდური ტაძრის ცეკვების შემსრულებელმა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ინდრა დაბრუნდა ინდოეთში.  უფრო დაოსტატდა იოგას ხლოვნებაში. მალე გახდა პირველი ადამიანი დასავლეთიდან ვინც  იოგას ასწავლიდა ინდოეთში. [4]

1947 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ინდრა დევი საცხოვრებლად გადავიდა ჰოლივუდში, სადაც მან იოგას პოპულარიზაცია დაიწყო კინოვარსკვლავებში. მის სტუდენტებს შორის იყვნენ  რამონ ნოვარო, ჯენიფერ ჯონსი, გრეტა გარბო, გლორია სვენსონი. ინდრა დევის ლექციები და წიგნები დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მან დიდი წვლილი შეიტანა იოგას გავრცელებაში ამერიკის შეერთებულ შტატებში.

არსებობს ინფორმაცია, რომ 1960 წელს ინდოეთის ელჩის მოწვევით იგი სსრკ-ში ჩავიდა და შეხვდა  საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწეებს: კოსიგინს, გრომიკოს, მიქოიანს. დასავლეთის პრესაში მას უწოდებდნენ "ქალს, ვინც კრემლში შეიტანა იოგა" .

1961 წელს ინდრა დევიმ დააარსა ინდუიზმის ცენტრი მექსიკის ქალაქ თეკატაში, სადაც იოგას მასწავლებლებს ამზადებდა.[5]

1982 წელს იგი პირველად ეწვია არგენტინას, ხოლო 1985 წელს  გადაწყვიტა იქ დარჩენილიყო. ლათინური ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა ქალაქში კითხულობდა ლექციებსა და სემინარებს. 1988 წლის ივნისში მან დააფუძნა ფონდი „ინდრა დევი“, რომელიც ორგანიზებას უწევს იოგას ინსტრუქტორების შეხვედრებს და ხელს უწყობს იოგას სწავლების გავრცელებას მთელს მსოფლიოში.[6]

1990 წლის მაისში ინდრა დევი  „პერესტროიკის“ ეპოქაში კვლავ ეწვია საბჭოთა კავშირს და სხვა ქალაქებთან ერთად მოინახულა მშობლიური რიგა.

1999 წელს მან 100 წლის იუბილე აღნიშნა, რომელსაც 3000 ადამიანი ესწრებოდა.

ცხოვრების ბოლო 17 წელი არგენტინაში ცხოვრობდა. ინდრა დევი გარდაიცვალა ბუენოს-აირესში, 102 წლის.[7]

ინდრა დევი ფლობდა 12 ენას. მათგან ინგლისურად, გერმანულად, ესპანურად, ფრანგულად და რუსულად აქტიურად საუბრობდა სიცოცხლის ბოლომდე.[8]

  • Coldberg, Elliott (2016). The Path of Modern Yoga : the history of an embodied spiritual practice. Rochester, Vermont: Inner Traditions. pp. 338–363. ISBN 978-1-62055-567-5.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ინდრა_დევი“-დან