ოპერეტა
ოპერეტა (იტალ. operetta, ფრანგ. opérette, გერმ. operette) — მსუბუქი ოპერის ჟანრი.
დასახელება იტალიურია და სიტყვასიტყვით თარგმნისას ნიშნავს პატარა ოპერას, ხოლო შინაარსით - გასართობი ხასიათის მსუბუქი ოპერა, სადაც სიმღერასთან ერთად სალაპარაკო ელემენტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სწორედ ამ ნიშნით განსხვავდება ოპერეტა ჩვეულებრივი ოპერის ჟანრისგან.
ოპერეტის შინაარსი, ანუ ლიბრეტო ძირითადად აღებულია ანეკდოტური და სამხიარულო სიუჯეტებიდან. იუმორის, სატირის მეშვეობით აქ სააშკარაოზეა გამოტანილი ადამიანთა უარყოფითი თვისებები, სასაცილო თავგადასავალი და სხვა. შინაარსის შესაბამისად, მუსიკაც მსუბუქია, მხიარული, ნათელი ფერებითაა აღსავსე. ამგვარი მუსიკა მსმენელის მიერ ადვილად აღიქმება.
ოპერის ჟანრი წარმოიშვა XIX საუკუნეში. თავის დროზე იგი საზოგადოების დიდმა ნაწილმა არასერიოზული მუსიკის ჟანრს მიაკუთვნა. მიუხედავად ამისა, ოპერეტამ მტკიცედ მოიკიდა ფეხი სცენაზე. ოპერეტის ყველაზე თვალსაჩინო კომპოზიტორია ჟაკ ოფენბახი. მან 100-ზე მეტი ოპერეტა დაწერა.
ქართული ოპერეტის ნიმუშები მრავლად მოგვეპოვება. სპექტაკლები ამჟამად იდგმება ვ.აბაშიძის სახ. მუსიკალური კომპედიის თეატრის სცენაზე. ქართული ოპეერეტის ავროტები არიან: რევაზ ლაღიძე, გიორგი ცაბაძე, სულხან ცინცაძე, ვაჟა აზარაშვილი, შოთა მილორავა და სხვანი. ოპერეტის ჟანრმა კინოხელოვნებაშიც გადაინაცვლა, ასე წარმოიშვა "მიუზიკლი". ქართული კინომიუზიკლის არაჩვეულებრივი ნიმუშებია "ვერის უბნის მელოდიები", "აურზაური სალხინეთში".
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოპერეტების მეგზური დაარქივებული 2006-08-15 საიტზე Wayback Machine.