ალექსი კოსიგინი
| ალექსი კოსიგინი | |
|---|---|
| რუს. Алексей Николаевич Косыгин | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 8 (21) თებერვალი, 1904[1] [2] |
| დაბადების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[1] |
| გარდაცვალების თარიღი | 18 დეკემბერი, 1980[3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [2] (76 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი[10] |
| მოქალაქეობა |
რსფსრ |
| განათლება | Saint Petersburg State University of Technology and Design |
| შვილ(ებ)ი | Lyudmila Gvishiani-Kosygina |
| ჯილდოები | იხ. ქვემოთ |
ალექსეი კოსიგინი (რუს. Алексе́й Никола́евич Косы́гин; დ. 21 თებერვალი [ძვ. სტ. 8 თებერვალი] , 1904, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია – გ. 18 დეკემბერი, 1980 , მოსკოვი, სსრკ) — საბჭოთა პოლიტიკური, სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1964–1980), სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი (1948–1952, 1960–1980). 1965 წლის კოსიგინის რეფორმის ინიციატორი. ორგზის სოციალისტური შრომის გმირი (1964, 1974).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1964 წლის 15 ოქტომბრიდან 1980 წლის 23 ოქტომბრამდე იყო საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნისას, კოსიგინმა ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას დაუჭირა მხარი, რაც მან 1965 წლის სექტემბერში გამართულ სკკპ ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე წარმოადგინა თავის მოხსენებაში სამრეწველო ხელმძღვანელობის გაუმჯობესების, დაგეგმვის გაუმჯობესებისა და სამრეწველო წარმოების ეკონომიკური სტიმულირების გაძლიერების შესახებ. ამ რეფორმების არსი სახალხო ეკონომიკური დაგეგმვის დეცენტრალიზაციაში, ეკონომიკური ეფექტიანობის ძირითადი მაჩვენებლების (მოგება, მომგებიანობა) როლის გაზრდასა და საწარმოების დამოუკიდებლობის გაზრდაში მდგომარეობდა.
მერვე ხუთწლიანი გეგმა (1966–1970), რომელიც კოსიგინის ეკონომიკური რეფორმების ნიშნით განხორციელდა, საბჭოთა ისტორიაში ყველაზე წარმატებული გახდა და მას „ოქროს ხუთწლედი“ უწოდეს. 1970 წელს ეროვნულმა შემოსავალმა 1960 წელთან შედარებით 186%-იან დონეს მიაღწია, სამომხმარებლო საქონლის წარმოებამ — 203%-ს, საცალო ვაჭრობის ბრუნვამ — 198%-ს, ხოლო სახელფასო ფონდმა — 220%-ს.[11] ეკონომიკური წარმატება მიღწეული იქნა საწარმოების ეკონომიკური დამოუკიდებლობის გაფართოებით და ზემოდან დამტკიცებული მაჩვენებლების მკვეთრი შემცირებით. მთლიანი წარმოების მაჩვენებლების ნაცვლად დადგინდა რეალიზებული პროდუქციის მაჩვენებელი, ხოლო ხარჯების მაჩვენებლების ნაცვლად — მოგებისა და მომგებიანობის მაჩვენებლები. გაიზარდა საწარმოებს შორის ეკონომიკური ურთიერთობებისა და მიკროეკონომიკურ ერთეულებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების მნიშვნელობა.
1974 წელს კოსიგინს მეორედ მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში დამანსკის კუნძულზე სასაზღვრო კონფლიქტის დროს, პეკინში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ჯოუ ენლაისთან შეხვედრისას. საბჭოთა დიპლომატიისა და პირადად კოსიგინის შუამავლობით, 1966 წელს ხელი მოეწერა ტაშკენტის დეკლარაციას — შეთანხმებას ინდოეთსა და პაკისტანს შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.[12][13]
საბჭოთა პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, არმიის გენერლის ვალენტინ ვარენიკოვის თქმით, 1979 წელს კოსიგინი იყო პოლიტბიუროს ერთადერთი წევრი, რომელმაც არ დაუჭირა მხარი საბჭოთა ჯარების ავღანეთში გაგზავნის გადაწყვეტილებას და ამ მომენტიდან მან სრულიად გაწყვიტა კავშირი ბრეჟნევთან და მის გარემოცვასთან.[14]
კოსიგინმა დიდი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირში 1980 წლის ოლიმპიური თამაშების მომზადებასა და ჩატარებაში. 1980 წლის 21 ოქტომბერს იგი გაათავისუფლეს სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრის თანამდებობიდან, ხოლო 23 ოქტომბერს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო წარდგენილი განცხადების საფუძველზე — საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან. სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრის, სკკპ მოსკოვის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივნის, ვიქტორ გრიშინის მოგონებების თანახმად, კოსიგინი, რომელიც უკვე საავადმყოფოში იმყოფებოდა, განიცდიდა მომავალი მე-11 ხუთწლიანი გეგმის (1981–1985) განხორციელებისა და მისი შესაძლო სრული წარუმატებლობის თაობაზე, საუბრობდა პოლიტბიუროს მიერ ამ საკითხის კონსტრუქციულად გადაჭრის სურვილის არქონაზე.
1976 წელს კოსიგინმა ინსულტი, ხოლო 1979 წლის ოქტომბერში და 1980 წლის აგვისტოში — განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანა. გარდაიცვალა საავადმყოფოში 1980 წლის 18 დეკემბერს, გულის უეცარი გაჩერების შედეგად. ოფიციალურმა საბჭოთა პრესამ „კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს გამოჩენილი მოღვაწის“ გარდაცვალების შესახებ მხოლოდ სამი დღის შემდეგ განაცხადა.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სსრ კავშირის ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ორგზის სოციალისტური შრომის გმირი (20.02.1964,[15] 20.02.1974)[16]
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენი (20.02.1979)
- წითელი დროშის ორდენი (07.03.1943)
უცხოური ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კლემენტ გოტვალდის ორდენი (21.02.1979, ჩეხოსლოვაკია)
- თეთრი ლომის პირველი ხარისხის ორდენი (1970, ჩეხოსლოვაკია)
- პერუს მზის ორდენის დიდი ჯვარი
- პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის დამსახურების ორდენის დიდი ლენტი (1975)
- ბანგლადეშის განმათავისუფლებელი ომის ჯილდო
- ორდენი „გეორგი დიმიტროვი“ (20.02.1974, ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკა)[17]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Косыгин Алексей Николаевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1973. — Т. 13 : Конда — Кун. — С. 282.
- 1 2 Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. Ламин — Новосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ filmportal.de — 2005.
- ↑ Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- ↑ TracesOfWar
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118715194 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ Пятилетние планы коммунистического строительства. — М.: Экономика, 1978. — С. 102.
- ↑ Bratersky, Alexander (12 იანვარი, 2016). „At Tashkent, Soviet peace over India and Pakistan“. Russia Beyond website (ინგლისური). ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი, 2025. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=და|date=-ში (დახმარება) - ↑ „Tashkent Declaration“. Seventeen Moments in Soviet History (ინგლისური). 2015-09-01. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-20. ციტირების თარიღი: 2025-10-19.
- ↑ Варенников В. И.. Неповторимое. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-03. ციტირების თარიღი: 2025-10-19
- ↑ კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს წინაშე გაწეული დიდი დამსახურებისთვის და დაბადების 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით
- ↑ კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს წინაშე გაწეული დიდი დამსახურებისთვის და დაბადების 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით
- ↑ Советская культура, № 17 (4713) от 26 февраля 1974.
- დაბადებული 21 თებერვალი
- დაბადებული 1904
- სანქტ-პეტერბურგში დაბადებულები
- გარდაცვლილი 18 დეკემბერი
- გარდაცვლილი 1980
- მოსკოვში გარდაცვლილები
- საკავშირო კპ-ის (ბ) XVIII ყრილობის დელეგატები
- სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეები
- ლენინის ორდენის კავალრები
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენის კავალრები
- წითელი დროშის ორდენის კავალრები
- სოციალისტური შრომის გმირები
- კლემენტ გოტვალდის ორდენის კავალრები
- შრომის ვეტერანის მედლით დაჯილდოებულები
- რსფსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები
- რსფსრ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავი მედლით დაჯილდოებულები
- ლენინგრადის დაცვისათვის მედლით დაჯილდოებულები
- მოსკოვის დაცვისათვის მედლით დაჯილდოებულები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წლის მედლით დაჯილდოებულები
- რსფსრ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლის მედლით დაჯილდოებულები
- რსფსრ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 50 წლის საიუბილეო მედლით დაჯილდოებულები
- რსფსრ-ის VI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 60 წლის საიუბილეო მედლით დაჯილდოებულები
- ლენინგრადის 250 წლისთავის აღსანიშნავი მედლით დაჯილდოებულები
- რსფსრ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- რსფსრ-ის VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- რსფსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- რსფსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სკკპ-ის XIX ყრილობის დელეგატები
- სკკპ-ის XX ყრილობის დელეგატები
- სკკპ-ის XXI ყრილობის დელეგატები
- სკკპ-ის XXII ყრილობის დელეგატები
- სკკპ-ის XXIII ყრილობის დელეგატები
- სკკპ-ის XXIV ყრილობის დელეგატები
- სკკპ-ის XXV ყრილობის დელეგატები
- დაკრძალულები ნეკროპოლში კრემლის კედელთან