შინაარსზე გადასვლა

თოთი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თოთი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
თოთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თემი სიონი
კოორდინატები 42°37′42″ ჩ. გ. 44°35′28″ ა. გ. / 42.62833° ჩ. გ. 44.59111° ა. გ. / 42.62833; 44.59111
ცენტრის სიმაღლე 2120
მოსახლეობა 0[1] კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
თოთი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
თოთი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)
თოთი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) — მცხეთა-მთიანეთის მხარე
თოთი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)
თოთი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თოთი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)

თოთი — ნასოფლარი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (სიონის თემი), მდებარეობს მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 2120 მეტრი, სტეფანწმინდიდან 8 კილომეტრი.

XVII საუკუნიდან თოთი მიმდებარე ტერიტორიებითურთ ღუდუშაურთა გვარის კუთნილება გახდა. ამავე საუკუნის დასაწყისში, ქვეყნის ძნელბედობის ჟამს, ქართული მოსახლეობის შემცირების გამო არაგვის ერისთავთა მოურავმა შიოლა ღუდუშაურმა თოთში ჩამოასახლა ხულელიძეები, წიკლაურები, ავსაჯანიშვილები, სალბიევები და მირაქოვები. მალე სოფელზე თავისი უფლებები გაავრცელეს ყაზბეგებმა. გვიანდელ შუა საუკუნეებში სოფლის მოსახლეობას გარკვეული გამოსახებები ეკისრებოდა ჯერ ღუდუშაურების, ხოლო მერე ყაზბეგის სასარგებლოდ. სოფელო საკმაოდ მიუდგომელია, ეს მტერთაგან თავდაცვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა. სოფელს ჰქონდა თავისი სახიზარ-გამოქვაბულებიც, რომლებსაც ,,დევის ქოხს’’ ანუ ,,დევთ ქობს’’ უწოდებდნენ. თოთი გრძელი გვირაბით უკავშირდება სოფელ გაიბოტენს. სოფლის მიდამოებში ყრია დიდი ოთხკუთხა ლოდები. აქ ოსებს თავისი სალოცავი ,,ვაჩილაი’’ ჰქონდათ. სოფელთან მოიპოვებოდა თიხა, მისდევდნენ მესაქონლეობას. მიუდგომელი მდებარეობის გამო XIX საუკუნის II ნახევარში და განსაკუთრებით XX საუკუნეში, სოფელი დაიცალა. დღეისთვის იქ რამდენიმე კომლიღა ცხოვრობს.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობს.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
სსრკ-ის მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 1926[2] 130 56 74
2002[3] 0 0 0
2014[1] 0 0 0
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 19.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II