შინაარსზე გადასვლა

თეიმურაზ ბაბლუანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეიმურაზ ბაბლუანი

თეიმურაზ ბაბლუანი
დაბადების თარიღი 20 მარტი, 1948 (1948-03-20) (76 წლის)
ჩოლური, ლენტეხის მუნიციპალიტეტი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი
ეროვნება საქართველოს დროშა ქართველი
საქმიანობა რეჟისორი
მსახიობი

თეიმურაზ გელას ძე ბაბლუანი (დ. 20 მარტი, 1948, სოფ. ჩოლური, ლენტეხის მუნიციპალიტეტი) — ქართველი კინორეჟისორი, მსახიობი, მწერალი, სცენარისტი.

1979 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (თენგიზ აბულაძის სახელოსნო). როგორც კინომსახიობმა შეასრულა მალხაზის („ღიმილის ბიჭები“, 1969), არწივის მომთვინიერებლის („მშობლიურო ჩემო მიწავ“, 1980), მურტალოს (სატელევიზიო ფილმი „კუკარაჩა“) როლები. თავისივე სცენარით გადაიღო მხატვრული ფილმები: „მოტაცება“ (1975), „ბეღურების გადაფრენა“ (1979; სპეციალური პრიზი კიევის ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა XI საკავშირო კინოფესტივალზე, 1980), სადაც როგორც რეჟისორი საინტერესო მხატვრად მოგვევლინა. ფილმი ეძღვნება ვაჟკაცობას, პატიოსნებას, გარემო სამყაროსთან ურთიერთობას და განმსჭვალულია ადამიანებისადმი რწმენითა და სიყვარულით; „ძმა“ (1981; პრიზი და დიპლომი ტალინის XV საკავშირო კინოფესტივალზე. 1982). ფილმში სოციალური კონფლიქტების ფონზე აქტუალური ზნეობრივი პრობლემების გაშუქებით რეჟისორი მოგვითხრობს მთავარი გმირის რთულ ბედზე; „უძინართა მზე“ (1990; მთავარი პრიზი სოჭში კინოფესტივალზე („კინოტავარ-92“); „გრან-პრი“ მოსკოვის ფესტივალზე („ინტერფესტ-92“); მთავარი პრიზი და დიპლომი თბილისში ქართული ფილმების I რესპუბლიკურ კინოფესტივალზე („ოქროს არწივი“) - სამივე 1992; „ვერცხლის დათვი“ ბერლინის 43-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე (1993); რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (1995).

ბაბლუანი ავტორია რომანისა „მზე, მთვარე და პურის ყანა: მანუშაკა მელოდება“ (2018; ლიტერატურული პრემია „საბა“ წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტისთვის, 2019).

ფილმების დამდგმელი რეჟისორი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სცენარის ავტორი ფილმებისა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღებულია ფილმებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1980: კიევის ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა XI საკავშირო კინოფესტივალი, სპეციალური პრიზი ფილმისათვის „ბეღურების გადაფრენა“
  • 1982 : ტალინის XV საკავშირო კინოფესტივალი, პრიზი და დიპლომი ფილმისათვის „ძმა“
  • 1992: მოსკოვის ფესტივალი „ინტერფესტ-92“, გრან-პრი ფილმისათვის „უძინართა მზე“
  • 1992: თბილისის ქართული ფილმების I რესპუბლიკურ კინოფესტივალი „ოქროს არწივი“, მთავარი პრიზი და დიპლომი ფილმისათვის „უძინართა მზე“
  • 1992: სოჭის კინოფესტივალი „კინოტავარ-92“ , მთავარი პრიზი ფილმისათვის „უძინართა მზე“
  • 1993: ბერლინის 43-ე საერთაშორისო კინოფესტივალი პრიზი „ვერცხლის დათვი“
  • 1995: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]