ოქროს არწივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოქროს არწივი

ჯილდო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
პირველად გადაეცა 1992
მიმდინარე მფლობელი ნინელი ჭანკვეტაძე (1995)
თეიმურაზ ბაბლუანი (1992)

ოქროს არწივი — კინოფესტივალი, რომელიც დაფუძნდა 1992 წელს. თავდაპირველად მას ერქვა ქართული კინოს ფესტივალი ოქროს არწივი. შემდგომში ჩამოყალიბდა შავიზღვისპირა ქვეყნების კინოფესტივალად და იმართებოდა მონაცვლეობით თბილისსა და ბათუმში 1992-1997 წლის ჩათვლით (პირველი კინოფესტივალი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში). კინოფესტივალი „ოქროს არწივის“ იდეის ავტორი და დამფუძნებელი — გოჩა აბაშიძე. თანადამფუძნებლები: მწერალი და საზოგადო მოღვაწე — კობა იმედაშვილი და ბიზნესმენი — კახა გიუაშვილი. ფესტივალის გენერალური დირექტორი ლაშა იმედაშვილი. სხვადასხვა დროს ფესტივალის შემსრულებელი დირექტორები იყვნენ: კინომცოდნე კორა წერეთელი, ბაადურ წულაძე, მანანა სურაძე, ლანა ქუთათელაძე, ტანია დათუკიშვილი და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კინოფესტივალი „ოქროს არწივი“ - ამჯერად საერთაშორისო : [ჟიურის წევრის კრიტიკული მოსაზრებანი, შავიზღვისპირეთის აუზის ქვეყნების კინოფესტივალის, „ოქროს არწივის“ შესახებ] / პაატა იაკაშვილი // თეატრი და კინო. - თბილისი, 1994. - N7-8. - გვ.11-12
  • ქართული კინოს ფესტივალი „ოქროს არწივი“ : [1992 წლის 19-დან 26 სექტემბრამდე თბილისში ჩატარებულ ფესტივალზე. ფესტივალის პრიზიორები] // სინემა. - თბილისი, 1993. - N1. - გვ.7