ძმა (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ძმა“
ჟანრი სათავგადასავლო, ისტორიულ-რევოლუციური
დამდგმელი რეჟისორი თეიმურაზ ბაბლუანი
პროდიუსერი შოთა ლაფერაძე
სცენარის ავტორი თეიმურაზ ბაბლუანი
როლებში არჩილ სამხარაძე
ლევან თურმანიძე
კომპოზიტორი იაკობ ბობოხიძე
ხმის ოპერატორი გარი კუნცევი
ოპერატორი ვიქტორ ანდრიევსკი
მონტაჟი ნუნუ თავბერიძე
მხატვარი ნუგზარ ბაიდარაშვილი
სტუდია ქართული ფილმი
პრემიერა 1981
ხანგრძლივობა 77 წთ.
ქვეყანა საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ

ძმა — ქართული მხატვრული ფილმი, სათავგადასავლო, ისტორიულ-რევოლუციური. გადაღებული კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ 1981 წელს. რეჟისორი — თეიმურაზ ბაბლუანი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სოციალური უსამართლობის გამო მთავრობასთან დაპირისპირებული, სოციალისტებთან კავშირისთვის კატორღაში გადასახლებული, ერთ დროს პატიოსანი მშრომელი გლეხი გიო მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდება, მაგრამ მისთვის ყველა გზა მოჭრილია. საერთოს ვეღარც ყოფილ თანამოაზრეებთან პოულობს. გიოს ერთადერთი გულშემატკივარი მისი ძმა ბექარია. გიოს ჟანდარმერიის უფროსი ფაღავა დევნის, საშველს არ აძლევს და ბოლოსდაბოლოს მოკლავს კიდეც. ფაღავა ბექარს ჟანდარმერიაში სამსახურს შესთავაზებს, მაგრამ ძმის სიკვდილით და ფაღავას ვერაგობით გამწარებული ბიჭი ძმის მკვლელს სიცოცხლეს გამოასალმებს.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]