თეთრი გნოლი
იერსახე
თეთრი გნოლი | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Lagopus lagopus | ||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22679460 | ||||||||||
|
თეთრი გნოლი (ლათ. Lagopus lagopus), ფრინველი ქათმისნაირთა რიგის როჭოსებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 35-38 სმ, წონა 400-870 გ-მდე. ზამთარში თეთრია, ზაფხულში - მოყვითალო ან ჟანგისფერ-მურა. გავრცელებულია ევროპაში, აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ცნობილია 14 ქვესახეობა. ზამთარში მომთაბარეობს გუნდებად. მონოგამია. მაისის ბოლოს და ივნისში დებს 6-12 კვერცხს. ინკუბაცია 20 დღემდე გრძელდება. იკვებება მცენარეული საკვებით (კენკრა, ფოთლები, კვირტები, ყლორტები). თეთრი გნოლის სეზონური მიგრაციები იწვევენ სონღულისა და თეთრი ბუს მიგრაციებსაც, რადგან მათ საკვებს შეადგენენ. ძვირფასი სარეწაო ობიექტია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 638.