ქათმისნაირნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქათმისნაირნი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: ქათმისნაირნი
ლათინური სახელი
Galliformes (Temminck, 1820)

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში

ITIS 175693
NCBI 8976
EOL 7589
FW 39330

ქათმისნაირნი (ლათ. Galliformes) — ფრინველთა რიგი. აერთიანებს სხვადასხვა ზომის (12—235 სმ სიგრძისა და 45 გრამიდან — 22 კგ-მდე მასის) ფორმებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში (გარდა ანტარქტიკისა) ბინადრობენ. აქვთ მაგარი, მოკლე ნისკარტი, მიწის გასაქექად მომარჯვებული ღონიერი ფეხები, მომრგვალო ფრთები — მომარჯვებული სწრაფი აფრენისა და ხანმოკლე ფრენისათვის. კარგად გამოხატული ჩიჩახვი, ნაღვლის ბუშტი, მჭიდრო შებუმბლვა, 10 პირველი წყების მომქნევი ბუმბული. ყურთუკი ვითარდება მხოლოდ პტერილიებზე, ბუმბულს აქვს დამატებითი ღეროები (გამონაკლისი ჰოაცინი). ზოგს თავზე აქვს კანის შიშველი უბნები, ღიად შეფერილი ან ხორცოვანი დანატები: წარბები, საყურეები, ბიბილო და სხვა. უმრავლესობას ახასიათებს სქესობრივი დიმორფიზი.

რიგი მოიცავს 5 ოჯახის, 78 გვარში გაერთიანებულ 291 სახეობას.[1] რიგში 2 ქვერიგია: ჰოაციენები (1 სახეობა) და საკუთრივ ქათმისნაირნი მობინადრე ან ნომადური ფორმები, მხოლოდ მწყერია სეზონებისდა მიხედვით მიმოფრენი. უმთავრესად ნიადაგური ფორმებია, მხოლოდ ჰოაცინი და გოკოა ნამდვილი მეხეური. ქათმისნაირთა უმრავლესობის ბუდობის პერიოდს წინ უძღვის სატიხტიხე პერიოდი: ბევრი პოლიგამია. ბუდობენ მიწაზე. დებს 2—20 და მეტ კვერცხს, რომელთა ინკუბაცია გრძელდება 14—30 დღე-ღამე. მხოლოდ დიდფეხა (ნაგვის) ქათმები არ კრუხობენ, ისინი კვერცხს ქვიშაში ან ლპობად ფოთლებში ფლავენ. აქ ორგანული ნივთიერებების ლპობა ზრდის ტემპერატურას და ხელს უწყობს კვერცხების ინკუბაციას. წიწილოვანი ფრინველები არიან. მართვები იკვებებიან ცხოველური საკვებით (მწერები, ჭიები), ზრდასრულნი კი - მცენარეულით (თესლი, მწვანე ნაწილები). ჰოაცინის გარდა ყველა ქათმისნაირნი სანადირო ობიექტია, ამიტომ მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ზოგს (ხოხობი, გნოლი, კაკაბი) უკვე ხელოვნურად ამრავლებენ სანადირო მეურნეობაში. ზოგი (ბანკივური ქათამი, ინდაური, ციცარი) მოშინაურებულია და დასაბამი მისცა მრავალრიცხოვან შინაურ ჯიშება.

საქართველოში ქათმისნაირთაგან გვხვდება კავკასიური როჭო, დურაჯი, გნოლი, კასპიური შურთხი, კავკასიური შურთხი, ხოხობი, კაკაბი, მწყერი, რომელთაგან პირველი 4 შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]