სონღული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სონღული
Falco rusticolus white cropped.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  შავარდნისნაირნი
ოჯახი:  შავარდნისებრნი
გვარი:  შავარდენი
სახეობა:  სონღული
ლათინური სახელი
Falco rusticolus (Linnaeus, 1758)
სინონიმები
  • Falco gyrfalco
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22696500

სონღული (ლათ. Falco rusticolus) — ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 60 სმ, მასა დედლისა 2 კგ, მამლისა — 1,5 კგ აღწევს. ლამაზი ფრინველია, ფერად თეთრია და ნაცრისფერი ლაქები აყრია ან სულ ნაცრისფერია. გავრცელებულია ევროპის ჩრდილოეთში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ბინადრობს ტყე-ტუნდრასა და ზღვების კლდოვან ნაპირებზე. ქმნის მუდმივ წყვილებს. ბუდეს იკეთებს კლდეებში, ციცაბო ნაპირებსა ამ მაღალ ხეებზე. დებს 3-5 კვერცხს. კრუხობს დედალი 28-29 დღე-ღამის განმავლობაში. იკვებება ფრინველებით, რომელსაც ჰაერში ფრენისას იჭერს, უფრო იშვიათად — ლემინგებით, მემინდვრიებით, კურდღლებით. ძველად იყენებდნენ როგორც ძვირფას სამეფო ბაზს (სანადირო ფრინველი). ამჟამად საყოველთაოდ იშვიათია ფრინველია, საჭიროებს დაცვას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]