შინაარსზე გადასვლა

ვახტანგისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ვახტანგისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი გარდაბნის მუნიციპალიტეტი
თემი ვახტანგისი
კოორდინატები 41°23′20″ ჩ. გ. 45°07′07″ ა. გ. / 41.38889° ჩ. გ. 45.11861° ა. გ. / 41.38889; 45.11861
ადრეული სახელები ვოევოვკა, ულიანოვკა
ცენტრის სიმაღლე 270
მოსახლეობა 2375[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები 95 %
ქართველები 3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვახტანგისი — საქართველო
ვახტანგისი
ვახტანგისი — ქვემო ქართლი
ვახტანგისი
ვახტანგისი — გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ვახტანგისი

ვახტანგისისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში (ქვემო ქართლის მხარე), გარდაბნის მუნიციპალიტეტში (ვახტანგისის ადმინისტრაციული ერთეული).[2] 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2375 ადამიანი.

სოფელი მდებარეობს გარდაბნის ვაკეზე, გარდაბან–აღსთაფის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 270 მ-ზე, გარდაბნიდან 12 კმ-ში, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან.

სოფლის წარმოშობა დაკავშირებულია ბაქო-თბილისის რკინიგზის გაყვანასთან (გაიხსნა 1883 წელს). მშენებლობაზე დასაქმებული იყვნენ რუსი ეროვნების მუშები, რომლებიც რკინიგზის შპალებს ამზადებდნენ. მუშების დასახლებას მშენებლობის ხელმძღვანელის ვოეიკოვის პატივსაცემად ვოეიკოვი (ვოიევკოვო) ეწოდა. 1920-იან წლებში ვოეიკოვში ჩამოასახლეს ქართველები კუმისიდან და თეთრიწყაროს რაიონიდან, უფრო მოგვიანებით კი — აზერბაიჯანელები აზერბაიჯანის სსრ ყაზახის რაიონიდან.[3] საბჭოთა პერიოდში სოფელს დაარქვეს ახალი ულიანოვკა, შემდეგ — ულიანოვკა, 1992 წელს კი — ვახტანგისი.[3]

1900-იან წლებში ვოეიკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით გაჩნდა გერმანელების დასახლება გრიუნტალი.[3] მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ სოფლიდან გერმანელები გაასახლეს, 1943 წელს კი გრიუნტალს რუისბოლო უწოდეს.[4] 1990-იანი წლების ბოლოსთვის რუისბოლო ვახტანგისს შეერწყა.[3]

  1. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 ხახიაშვილი ი., გარდაბნის რაიონის ციხე-ტაძრები, თბ., 2008. — გვ. 127.
  4. გაზ. „კომუნისტი“, 1943, №185. — გვ. 1.