ვახტანგისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ვახტანგისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი გარდაბნის მუნიციპალიტეტი
თემი ვახტანგისი
კოორდინატები 41°23′20″ ჩ. გ. 45°07′07″ ა. გ. / 41.38889° ჩ. გ. 45.11861° ა. გ. / 41.38889; 45.11861
ადრეული სახელები ვოევოვკა, ულიანოვკა
ცენტრის სიმაღლე 270
მოსახლეობა 2375[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები 95 %
ქართველები 3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვახტანგისი — საქართველო
ვახტანგისი
ვახტანგისი — ქვემო ქართლი
ვახტანგისი

ვახტანგისისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის გარდაბნის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი.[2] 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2375 ადამიანი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის წარმოშობა დაკავშირებულია ბაქო-თბილისის რკინიგზის გაყვანასთან. მშენებლობაზე დასაქმებული იყვნენ რუსი ეროვნების მუშები, რომლებიც რკინიგზის შპალებს ამზადებდნენ. მუშების დასახლებას მათი ხელმძღვანელის, გენერალ ვოევის პატივსაცემად ვოევოვკა ეწოდა. შემდეგ ჩამოასახლეს გერმანელები, რომლებმაც სასაზღვრო ხაზიდან მოშორებით ერთსართულიანი სახლები აიშენეს. ამ უბანს ახლა გრიუნტალის სახელით იხსენიებენ.[3]

საქართველოს დროებითი მთავრობის დროს ჩამოასახლეს ქართველები კუმისიდან და თეთრიწყაროს რაიონიდან. მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა გერმანელების გასახლება. სოფელს ულიანოვკა დაერქვა. უფრო მოგვიანებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყაზახის რაიონიდანაც იწყეს აზერბაიჯანელებმა ჩამოსახლება.[3]

1992 წლიდან საქართველოს ტოპონიმიკის ლაბორატორიის მიერ მოძიებული დოკუმენტური მასალის საფუძველზე სოფელს ვახტანგისი ეწოდა, რადგანაც იგი გაშენებული იყო იმ ტყით დაფარულ ადგილზე, სადაც მეფე ვახტანგ გორგასალი ხშირად დაიარებოდა სანადიროდ.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  3. 3.0 3.1 3.2 ინეზა ხახიაშვილი, „გარდაბნის რაიონის ციხე-ტაძრები“, თბილისი, გვ. 127, 2008