შინაარსზე გადასვლა

ვალიე-დელ-კაუკის დეპარტამენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეპარტამენტი
ვალიე-დელ-კაუკის დეპარტამენტი
Departamento del Valle del Cauca
დროშა გერბი

ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
ადმ. ცენტრი კალი
კოორდინატები 3°56′00″ ჩ. გ. 76°31′00″ დ. გ. / 3.93333° ჩ. გ. 76.51667° დ. გ. / 3.93333; -76.51667
დაარსდა 16 აპრილი, 1910
ფართობი 22 140 კმ²
მოსახლეობა 4 060 196[1] კაცი (2005)
სიმჭიდროვე 180 კაცი/კმ²
ოფიციალური საიტი valledelcauca.gov.co

ვალიე-დელ-კაუკა (ესპ. Departamento del Valle del Cauca) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, წყნარი ოკეანის სანაპიროსთან და კოლუმბიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დეპარტამენტად მიიჩნევა. დედაქალაქია სანტიაგო-დე-კალი. ძალზედ სტრატეგიულია მისი მდებარეობა და ხშირად კოლუმბიის ჭიშკარსაც კი უწოდებენ წყნარ ოკეანეზე. გარდა კალისა, დეპარტამენტის ცხოვრებაზე დიდი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული გავლენა აქვ ისეთ ქალაქებს, როგორებიცაა ბუენავენტურა, კარტაგო და ტულუა. ვალიე-დელ-კაუკაში მდებარეობს ექვსი დამოუკიდებელი ქალაქი, რომელთა მოსახლეობაც 100 000 ადამიანს აჭარბებს. ბუენავენტურას ნავსადგური ყველაზე დატვირთულია კოლუმბიაში და ყოველწლიურად დაახლოებით 8 500 000 ტონა ტვირთს ატარებს.

დეპარტამენტის ეკონომიკა ძირითადად სოფლის მეურნეობაზეა კონცენტრირებული. მოჰყავთ შაქრის ლერწამი, ბამბა, სოია, სორგო, მთებში ასევე ყავა. აწარმოებენ შაქარს, რომელიც დანარჩენ კოლუმბიასა და მეზობელ ქვეყნებს მიეწოდება.

დეპარტამენტი 42 მუნიციპალიტეტისგან შედგება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. DANE. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 13, 2009. ციტირების თარიღი: February 13, 2013.