შინაარსზე გადასვლა

ბუენავენტურა (კოლუმბია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუნიციპალიტეტი
ბუენავენტურა
Buenaventura
დროშა გერბი

ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
დეპარტამენტი ვალიე-დელ-კაუკა
კოორდინატები 3°53′00″ ჩ. გ. 77°02′00″ დ. გ. / 3.88333° ჩ. გ. 77.03333° დ. გ. / 3.88333; -77.03333
დაარსდა 14 ივლისი, 1540
ფართობი 6 078 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0-7
მოსახლეობა 362 625 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 6 925 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
საფოსტო ინდექსი 224
ოფიციალური საიტი buenaventura.gov.co
ბუენავენტურა (კოლუმბია) — კოლუმბია
ბუენავენტურა (კოლუმბია)

ბუენავენტურა (ესპ. Buenaventura) — საპორტო ქალაქი კოლუმბიაში, ვალიე-დელ-კაუკის დეპარტამენტში. წარმოადგენს კოლუმბიის მთავარ პორტს წყნარ ოკეანეზე.

2011 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 362 625 ადამიანს შეადგენს. ფართობით დაახლოებით ლოს-ანჯელესის ტოლია.

ქალაქი 1540 წელს ესპანელმა კონკისტადორებმა დააარსეს. ამ დროისთვის ეს ტერიტორია ადგილობრივი ბუსკახას ხალხით იყო დასახლებული. 1600 წელს ის ინდიელებმა დაანგრიეს, თუმცა მოგვიანებით კვლავ აღდგა. ბუენავენტურის აყვავება 1914 წელს პანამის არხის გახსნის შემდეგ დაიწყო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]