ბოიაკის დეპარტამენტი
| დეპარტამენტი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ბოიაკის დეპარტამენტი Departamento de Boyacá | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| ადმ. ცენტრი | Tunja | ||||
| კოორდინატები | 5°45′00″ ჩ. გ. 73°06′00″ დ. გ. / 5.75000° ჩ. გ. 73.10000° დ. გ. | ||||
| დაარსდა | 1858 | ||||
| ფართობი | 23 189 კმ² | ||||
| მოსახლეობა | 1 272 844[1] კაცი (2013) | ||||
| სიმჭიდროვე | 55 კაცი/კმ² | ||||
| ოფიციალური საიტი | boyaca.gov.co | ||||
|
| |||||
ბოიაკა (ესპ. Departamento de Boyacá) — კოლომბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი; წარმოადგენს კოლომბიის შეერთებულ შტატებში შემავალი ცხრა სახელმწიფოსგან ერთ-ერთის — ბოიაკის ნაშთს.
მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. თითქმის მთლიანად მოქცეულია აღმოსავლეთ კორდილიერის მთებში და ესაზღვრება ვენესუელას. დასავლეთით საზღვრავს მდინარე მაგდალენა. ჩრდილოეთით ესაზღვრება სანტანდერის დეპარტამენტი, ჩრდილო-დასავლეთით — ვენესუელა და ნორტე-დე-სანტანდერის დეპარტამენტი, აღმოსავლეთით — არაუკისა და კასანარეს დეპარტამენტები, სამხრეთით — კუნდინამარკის დეპარტამენტი, დასავლეთით კი ანტიოკიის დეპარტამენტი. დედაქალაქია ტუნხა.
ბოიაკას „თავისუფლების მიწას“ უწოდებენ, რადგან ამ რეგიონშ მიმდინარეობდა მთელი რიგი ბრძოლებისა, რომელთაც კოლომბიას ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოუტანა.
ბოიაკაში ფუნქციონირებს სამი უნივერსიტეტი: კოლომბიის პედაგოგიურ-ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (UPTC), ბოიაკის უნივერსიტეტი (UNIBOYACA) და სანტო-ტომასის უნივერსიტეტი.
დეპარტამენტი შედგება 123 მუნიციპალიტეტისგან.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ DANE. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 13, 2009. ციტირების თარიღი: February 13, 2013.
