სუკრეს დეპარტამენტი (ესპ.Departamento de Sucre) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს კოლუმბიის კარიბის რეგიონში. მოიცავს 10 670 კმ²-ს და ფართობის მხრივ კოლუმბიის დეპარტამენტებს შორის 27-ე ადგილზეა, 772 010 მცხოვრებით კი 21-ე. ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება კარიბის ზღვა, აღმოსავლეთით — ბოლივარის დეპარტამენტი, დასავლეთით კი კორდობის დეპარტამენტი.
სახელი ეწოდა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირის — ანტონიო ხოსე დე სუკრეს პატივსაცემად.