კაუკის დეპარტამენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეპარტამენტი
კაუკის დეპარტამენტი
Departamento del Cauca
დროშა გერბი

ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
ადმ. ცენტრი Popayán
კოორდინატები 2°17′00″ ჩ. გ. 76°51′00″ დ. გ. / 2.28333° ჩ. გ. 76.85000° დ. გ. / 2.28333; -76.85000
დაარსდა 1857
ფართობი 29 308 კმ²
მოსახლეობა 1 354 744[1] კაცი (2013)
სიმჭიდროვე 46 კაცი/კმ²
ოფიციალური საიტი cauca.gov.co/index.shtml

კაუკა (ესპ. Departamento del Cauca) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. დასავლეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანე, ჩრდილოეთით — ვალიე-დელ-კაუკის დეპარტამენტი, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ტოლიმის, აღმოსავლეთით — უილის, სამხრეთით — ტოლიმის დეპარტამენტები, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი პუტუმაიოსა და კაკეტის დეპარტამენტები. ფართობი 29 308 კმ²-ია, რა მხრივაც კოლუმბიის დეპარტამენტებს შორის სიდიდით მე-13 ადგილზეა. დედაქალაქია პოპაიანი. კაუკას ასევე მიაკუთვნება სანაპიროსთან მდებარე კუნძული მალპელო. კაკუკა ამავე დროს მიჩნეულია კოლუმბიის 2011 წლის შეიარაღებული კონფლიქტის ეპიცენტრად.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაუკის დეპარტამენტი იყოფა 38 მუნიციპალიტეტად, 99 რაიონად და სხვა მრავალ სოფლად.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეპარტამენტის რელიეფი ანდების სისტემას მიეკუთვნება და გამოიყოფა შვიდი განსხვავებული მორფოლოგიური ერთეული. სამდინარო სისტემა შედგება ხუთი ძირითადი მდინარის აუზისგან.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაუკის ეკონომიკა ეფუძნება სოფლის აგრარულ სექტორს, მეცხოველეობას, მეტყევეობას, მეთევზეობასა და ვაჭრობას. წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლში მოიპოვება ოქრო, ვერცხლი და პლატინა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. DANE. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 13, 2009. ციტირების თარიღი: February 13, 2013.