ვიჩადის დეპარტამენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვიჩადის დეპარტამენტი
Departamento del Vichada
დროშა გერბი
Flag of Vichada.svg Escudo del Vichada.svg

ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
ადმ. ცენტრი პუერტო-კარენიო
კოორდინატები 6°11′00″ ჩ. გ. 67°28′00″ დ. გ. / 6.18333° ჩ. გ. 67.46667° დ. გ. / 6.18333; -67.46667
დაარსდა 1991
ფართობი 100 242 კმ²
ცენტრის სიმაღლე 104 მეტრი
მოსახლეობა 68 575[1] კაცი (2013)
სიმჭიდროვე 0.68 კაცი/კმ²
ISO 3166 კოდი CO-VID[2]
ოფიციალური საიტი gobvichada.gov.co
Colombia - Vichada.svg

ვიჩადა (ესპ. Departamento del Vichada) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ვაკეებზე, ორინოკოს რეგიონში, მდინარე ორინოკოს აუზში. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება ვენესუელა, ჩრდილოეთით — არაუკის დეპარტამენტი, ჩრდილო-დასავლეთით — კასანარეს დეპარტამენტი, დასავლეთით — მეტის დეპარტამენტი, სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთით კი გუავიარესა და გუაინიის დეპარტამენტები. ვიჩადა ფართობის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დეპარტამენტია კოლუმბიაში, თუმცა ძალზე მეჩხრად დასახლებული.

უდიდესი ქალაქი და დედაქალაქია პუერტო-კარენიო, რომელიც დეპარტამენტის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ვენესუელის საზღვართან. შედგება ოთხი მუნიციპალიტეტისგან.

შეიქმნა კოლუმბიის 1991 წლის 4 ივლისის კონსტიტუციის საფუძველზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. DANE. წაკითხვის თარიღი: February 13, 2013.
  2. MusicBrainz — 2000.