ეივბერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტოუნჰენჯი, ეივბერი და ასოცირებული ძეგლები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 51°25′43″ ჩ. გ. 1°51′15″ დ. გ. / 51.42861° ჩ. გ. 1.85417° დ. გ. / 51.42861; -1.85417
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1986  (მე-10 სესია)
ნომერი 373
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 373
ინგლ.რუს.ფრ.

ეივბერი (ინგლ. Avebury) — ნეოლითის ხანის საკულტო მონუმენტი, რომელიც მეგალითური ქვებისგან შემდგარ სამ წრეს მოიცავს. მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში, სოფელ ეივბერის შემოგარენში. მონუმენტი ქვებისგან შექმნილ უდიდეს წრეს შეიცავს მთელს ევროპაში, ამავე დროს, ერთ-ერთი საუკეთესოდ ცნობილი პრეისტორიული ძეგლია ბრიტანეთში. ამჟამად წარმოადგენს მნიშვნელოვან ტურისტულ ღირსშესანიშნაობას და რელიგიური მნიშვნელობის ძეგლს ნეოწარმართთათვის.

კომპლექსი აგებულია ძვ. წ. 2600 წელს,[1] ნეოლითურ ან ახალ რკინის ხანაში. მონუმენტებს გარს მიწაყრილი აკრავს. არქეოლოგები ფიქრობენ, რომ იგი სარიტუალო ცერემონიალებისთვის გამოიყენებოდა. ეივბერის მონუმენტები პრეისტორიული ფართო ლანდშაფტის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც შემოგარენში სხვა უძველეს მონუმენტებსაც მოიცავს.

რკინის ხანაში ადამიანებმა ეს ტერიტორია მიატოვეს. გარკვეული საქმიანობები შეიმჩნევა რომაული ოკუპაციის დროს. ადრეულ შუა საუკუნეებში, მონუმენტების გარშემო სოფლის გაშენება დაიწყო, რომელიც თანდათან კომპლექსს შეერია. გვიან შუა საუკუნეებსა და ადრეულ თანამედროვე პერიოდში, გარკვეული რელიგიური და პრაქტიკული მიზეზების გამო ადამიანებმა ბევრი აღმართული ქვა დაანგრიეს. XVII საუკუნეში ძეგლებისადმი ინტერესი გამოიჩინეს ანტიკვარების მოყვარულმა ჯონ ეივბერიმ და უილიამ სტაკელეიმ, რომლებმაც მრავალი მონუმენტი აღწერეს მათ დანგრევამდე.

1986 წელს, იუნესკომ ეივბერი სტოუნჰენჯთან და ამ არეალში მდებარე არქეოლოგიური ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა საერთო სახელით - სტოუნჰენჯი, ეივბერი და ასოცირებული ძეგლები.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Burl 1979. p. 30.
  2. Stonehenge, Avebury and Associated Sites. UNESCO.org. ციტირების თარიღი: 2008-02-27.