დაგისთე
იერსახე
დაგისთე — ბიზანტიელი სარდალი (VI საუკუნე). 549 წელს იუსტინიანე I-მა დაგისთე 7 000 ბიზანტიელ და 1 000 ჭან მეომართან ერთად გაგზავნა ეგრისში (ლაზიკაში) ლაზების დასახმარებლად და ირანელების წინააღმდეგ საბრძოლველად. დაგისთემ ალყა შემოარტყა ეგრისის ციხე-ქალაქ პეტრას (ციხისძირი), მაგრამ ვერ გამოიყენა ხელსაყრელი პირობები პეტრას ასაღებად. როგორც კი იქ ირანელთა სარდლის მერმეროეს ჯარი გამოჩნდა, ალყა მოხსნა და იქაურობას გაეცალა. შემდეგ ეგრისის მეფე გუბაზ II-თან ერთად გაილაშქრა მერმეროეს ჯარის წინააღმდეგ და გაიმარჯვა. ეგრისელებმა პეტრას ალყის მოხსნის გამო დაგისთეს ღალატსა და დაუდევრობაში დასდეს ბრალი და კეისართან დაასმინეს. 550 წელს იუსტინიანემ დაგისთე ციხეში ჩასვა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლეთოდიანი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 247.
|