გუჯარეთისწყალი
იერსახე
გუჯარეთისწყალი | |
---|---|
გუჯარეთისწყალი სოფ. ტიმოთესუბანთან | |
სხვა სახელი | ჩარხისწყალი |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი (სამცხე-ჯავახეთის მხარე) |
ქალაქები | დაბა წაღვერი |
სათავე |
მურყნევის მთა 41°47′15″ ჩ. გ. 43°47′04″ ა. გ. / 41.787500° ჩ. გ. 43.784556° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2060 მ |
შესართავი |
მტკვარი 41°50′52″ ჩ. გ. 43°24′33″ ა. გ. / 41.848000° ჩ. გ. 43.409194° ა. გ. |
სიგრძე | 43 კმ |
აუზის ფართობი | 326 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 3,24 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
გუჯარეთისწყალი ვიკისაწყობში |
გუჯარეთისწყალი (ჩარხისწყალი) — მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს მურყნევის მთის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2060 მ სიმაღლეზე. სიგრძე 43 კმ, აუზის ფართობი 326 კმ².
მთავარი შენაკადებია მიტარბულა და ბაკურიანისწყალი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი წაღვერთან 3,24 მ³/წმ. ზამთარში დამახასიათებელია ყინულნაპირისი, თოში, ყინულსაფარი. მდინარის ნაპირებზე მრავალი სოფელია გაშენებული, მათ შორის კურორტი წაღვერი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 237–238.