ბაკურიანისწყალი
ბაკურიანისწყალი | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი (სამცხე-ჯავახეთის მხარე) |
ქალაქები | დაბა ბაკურიანი |
სათავე | თრიალეთის ქედი |
შესართავი | გუჯარეთისწყალი |
სიგრძე | 17 კმ |
აუზის ფართობი | 44 კმ² |
![]() |
ბაკურიანისწყალი — მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, გუჯარეთისწყლის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 17 კმ, აუზის ფართობი 44 კმ². სათავე აქვს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, საყველოს მთისა და ცხრაწყაროს უღელტეხილის მახლობლად. ახასიათებს გაზაფხულის წყალდიდობა და შემოდგომა-ზამთრის წყალმცირობა. საზრდოობა შერეული ტიპისაა. ხეობის განიერ ნაწილში გაშენებულია კურორტი ბაკურიანი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გიგინეიშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 340.