გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა
გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა | |
გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა 2024 წელს | |
ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 12 მაისი, 2024 |
პრემიერ-მინისტრი | ტალატ ჯაფერი |
წინამორბედი | სტევო პენდაროვსკი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 ივლისი, 2020 – დღემდე | |
უპორტფელო მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 აგვისტო, 1992 – 20 დეკემბერი, 1994 | |
პრემიერ-მინისტრი | ბრანკო ცრვენკოვსკი |
დაბადებული | 11 მაისი, 1953 ოჰრიდი, მაკედონიის სრ, იუგოსლავია |
მოქალაქეობა | მაკედონია |
ეროვნება | მაკედონიელი |
პოლიტიკური პარტია | მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაცია — დემოკრატიული პარტია მაკედონიის ეროვნული ერთიანობისათვის |
შვილები | 2 |
განათლება | სკოპიეს წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტი, ლიუბლიანის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | იურისტი, პოლიტიკოსი |
გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა (მაკედ. Гордана Силјановска-Давкова; დ. 11 მაისი, 1955, ოჰრიდი) — ჩრდილოეთ მაკედონიელი პოლიტიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და იურისტი. ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი 2024 წლის 12 მაისიდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა დაიბადა 1955 წლის 11 მაისს ოჰრიდში. დაწყებითი და საშუალო განათლება მიიღო სკოპიეში. 1978 წელს დაამთავრა სკოპიეს წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერისტეტის სამართლის ფაკულტეტი, სადაც ასევე მიიღო მაგისტრის ხარისხი. 1994 წელს კი დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.
1989 წელს სკოპიეს სამართლის იურიდიულ ფაკულტეტზე პოლიტიკური სისტემის სამართლის ასისტენტად აირჩიეს. 1994 წლიდან კონსტიტუციური სამართლისა და პოლიტიკური სისტემების ასოცირებული პროფესორია, ხოლო 2004 წელს სრული პროფესორი. 1990-1992 წლებში ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის კონსტიტუციური კომისიის წევრია, ხოლო 1992-1994 წლებში იყო ბრანკო ცრვენკოვსკის პირველი მთავრობის უპორტფელო მინისტრი. იგი არის ასობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი კონსტიტუციური სამართლისა და პოლიტიკური სისტემის საკითხებში[1].
სტრუგაში გამართული „შიდა მაკედონიური რევოლუციური ორგანიზაცია — დემოკრატიული პარტია მაკედონიის ეროვნული ერთიანობისათვის“ პარტიის ყრილობაზე გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა წამოაყენეს კანდიდატად 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე[2].
სილიანოვსკამ კვლავ იყარა კენჭი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამჯერად მან დიდი სხვაობით დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი სტევო პენდაროვსკი და გახდა ჩრდილოეთ მაკედონიის პირველი ქალი-პრეზიდენტი.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Биографија на проф. д-р Гордана Силјановска-Давкова, официјален веб портал на Правен факултет „Јустинијан I“ - Скопје. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-17. ციტირების თარიღი: 2019-04-02.
- ↑ ВМРО-ДПМНЕ ќе ја кандидира Силјановска-Давкова на претседателските избори, Нова Македонија, 16.02.2019
- ↑ North Macedonia elects first woman president as center-left incumbents suffer historic losses en (9 May 2024). ციტირების თარიღი: 9 May 2024