ბენიშანგულ-გუმუზის რეგიონი
რეგიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბენიშანგულ-გუმუზის რეგიონი ამჰ. ቤንሻንጉል-ጉምዝ | |||||
| |||||
ქვეყანა | ეთიოპია | ||||
ადმ. ცენტრი | ასოსა | ||||
კოორდინატები | 10°38′20″ ჩ. გ. 35°43′59″ ა. გ. / 10.63889° ჩ. გ. 35.73306° ა. გ. | ||||
მმართველი | Yaregal Aysheshum | ||||
ფართობი | 50 698,68 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ამჰარული ენა | ||||
მოსახლეობა | 975 998 კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 19,25 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+3]] | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.somalistate.com | ||||
ბენიშანგულ-გუმუზის რეგიონი (ამჰარული:ቤንሻንጉል-ጉምዝ) — ეთიოპიის რეგიონი, ადრე ცნობილი როგორც რეგიონი 6. იგი ესაზღვრება სუდანს და სამხრეთ სუდანს. მისი დედაქალაქია — ქალაქი ასოსა. მოსახლეობა — 975 998 ადამიანი[1] (2014 წელი), ფართობი — 50 698,68 კმ²[2].
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2007 წლის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობა შეადგენს 670 847 ადამიანს, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს — 14,6 %-ს. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვეა — 13,23 ად./კმ². რეგიონში აღრიცხულია 985 654 ცალკეული მეურნეობა. ეთნიკური შემადგენლობა: ბერტა — 25,41 %, ამჰარები — 21,69 %, გუმუზი — 20,88 %, ორომოები — 13,55 %, შინაშა — 7,73 %, ავი — 4,22 %. ძირითადი ენებია — ბერტა — 25,15 %, ამჰარული — 22,46 %, გუმუზი — 20,59 %, ორომოს ენა — 17,69 %, შინაშა — 4,58 % და ავი — 4,01 %. მუსულმანები შეადგენენ რეგიონის მთლიანი მოსახლეობის 45,4 %-ს; მართლმადიდებელი ქრისტიანები — 33 %-ს; პროტესტანტები — 13,5 %-ს; მოსახლეობის დაახლოებით 7,1 % მიეკუთვნება ტრადიციულ აფრიკულ რელიგიებს. 1994 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 460 459 ადამიანს.
CSA-ს 2004 წლის მონაცემებით, მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით 27,23 %-ს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს სუფთა სასმელი წყლით (22,35 % სოფლებში და 58,53 % ქალაქებში). განათლების დონე შეადგენს 47,4 %-ს მამაკაცებისთვის და 23,2 %-ს ქალებისთვის. ბავშვთა სიკვდილიანობა შეადგენს 84 ბავშვს 1000 დაბადებულიდან (რაც, ქვეყნის საშუალოზე მაჩვენებელზე მაღალია — 77 ბავშვი 1000 დაბადებულზე).
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბენიშანგულ-გუმუზის რეგიონის რუკა UN-OCHA
- ბენიშანგულ-გუმუზის რეგიონის რუკა DPPA დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine.
- ფედერაციის სახლი დაარქივებული 2005-03-24 საიტზე Wayback Machine. ეთიოპიის მთავრობის წევრთა სია
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Federal Demographic Republic of Ethiopia Central Statistical Agency – Population Projection of Ethiopia for All Regions At Wereda Level from 2014 – 2017. 2014 Population and Housing Census of Ethiopia. CSA (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 1 October 2014.
- ↑ 2011 National Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 2015-10-03.
|