შინაარსზე გადასვლა

ბაჰადურ-შაჰ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაჰადურ-შაჰ I
დიდ მოგოლთა იმპერიის მე-8 იმპერატორი
კორონაცია: 19 ივნისი, 1707
მმართ. დასაწყისი: 19 ივნისი, 1707
მმართ. დასასრული: 27 თებერვალი 1712
წინამორბედი: მუჰამად აზამ-შაჰი (დე-ფაქტო)
აურანგზები
მემკვიდრე: ჯაჰანდარ-შაჰი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 ოქტომბერი, 1643
დაბ. ადგილი: ბიჯაპური, დიდ მოგოლთა იმპერია
გარდ. თარიღი: 27 თებერვალი, 1712
გარდ. ადგილი: ლაჰორი, დიდ მოგოლთა იმპერია
მეუღლე: მიჰრ ფარვარ ბეგუმი
ამათ ულ-ჰაბინ ბეგუმი
რანი ჩათარ ბაი
ნიზამ ბაი
შვილები: ჯაჰანდარ-შაჰი
აზ-უდ-დინ მირზა
აზიმ უს-შაჰ მირზა
დოლათ-აფზა მირზა
ჯაჰან-შაჰ მირზა
დაჰრ არ-რუს ბეგუმი
სრული სახელი: აბულ-ნასრ სეიიდ მუჰამად შაჰ-ალამ ბაადური
დინასტია: თემურიდები
მამა: აურანგზები
დედა: ნავაბ ბაი
რელიგია: სუნიტური ისლამი

ბაჰადურ-შაჰ I (დ. 14 ოქტომბერი, 1643, ბიჯაპური — გ. 27 თებერვალი, 1712, ლაჰორი) — დიდ მოგოლთა იმპერიის მე-8 იმპერატორი 1707–1712 წლებში, აურანგზებისა და ნავაბ ბაის მეორე ძე, თემურიდების დინასტიის წარმომადგენელი.

ბაჰადური დაიბადა 1643 წელს, ბიჯაპურში. ბაბუის, შაჰ-ჯაჰანის მმართველობის პერიოდში დანიშნული იყო ლაჰორის მმართველად. ლაჰორში მან კარგი განათლება და სამხედრო პრაქტიკები მიიღო. 1670-1678 წლებში მართავდა დეკანისა და რაჯასტანის პროვინციებს. მამამისთან დაძაბული ურთიერთობის გამო არასოდეს განიხილებოდა ტახტის მემკვიდრედ. 1690-იან წლებში შეებრძოლა მარათჰებს, მაგრამ უშედეგოდ. 1702 წელს სამართავად გაგზავნეს ქაბულში, სადაც 1707 წლამდე დაჰყო.

აურანგზების გარდაცვალების შემდეგ, 1707 წლის მარტში ბაჰადურმა ვერ შეძლო ძალაუფლების ხელში ჩაგდება, რადგან მისმა უმცროსმა ძმამ, მუჰამად აზამ-შაჰმა თავი იმპერატორად გამოაცხადა. 3 თვიანი ბრძოლის შემდეგ ბაჰადურმა შეძლო ძმის დამარცხება და სიკვდილით დასჯა. 1707 წლის 19 ივნისს ინდოეთმა ის აღიარა დიდ მოგოლთა მე-8 იმპერატორად. მისი 5 წლიანი მმართველობა გამოირჩეოდა მარათჰებთან ომებში განცდილი მარცხებითა და იმპერიის სრული რეგრესით. მამამისის დროს გამდიდრებული ხაზინა სწრაფად დააცარიელა ამბოხებულების წიააღმდეგ ბრძოლის ხარჯებმა. მოგოლთა ხელისუფლების სათავეში აღარ იყვნენ ისეთი სახელმწიფო მოღვაწეები, როგორებიც ბაჰადურის წინაპრებს (აქბარი, ჯაჰანგირი, შაჰ-ჯაჰანი და აურანგზები) ჰყავდათ.

1708 წელს მოგოლებს გამოეყო დეკანის ოლქი და მთლიანი ავღანეთი. 1708 წელს ბაჰადური თავად ჩაუდგა მოგოლებს სათავეში და გაილაშქრა სიქიზმის მიმდევარი სიხების წინააღმდეგ და მევატთან გაანადგურა მათი 25,000 კაციანი არმია. მოგოლებს დიდ პრობლემებს უქმნიდნენ რაჯპუტებიც, რომლებიც მძიმე გადასახადების გაუქმებას ითხოდნენ.

1712 წელს ლაჰორში მყოფი 69 წლის ბაჰადურ-შაჰი გარდაიცვალა, დაკრძალეს დელიში. მის შემდეგ დიდ მოგოლთა იმპერიას სათავეში ჩაუდგა მისი უფროსი ვაჟი, ჯაჰანდარ-შაჰი, რომელმაც ტახტზე ასვლისთანავე სიკვდილით დასაჯა თავისი 3 ძმა და ნათესავების დევნა დაიწყო.

  • Faruqui, Munis D., The Princes of the Mughal Empire, 1504–1719, Cambridge University Press, ISBN 978-1-107-02217-1
  • Puri, B.N., A Comprehensive History of India: Comprehensive history of medieval India, Sterling Publishers, ISBN 978-81-207-2508-9
  • Singh, Raj Pal, The Sikhs : Their Journey Of Five Hundred Years, Pentagon Press, ISBN 978-81-86505-46-5
  • Bamber Gascoigne: Die Großmoguln. Glanz und Größe mohammedanischer Fürsten in Indien. Prisma-Verlag, München 1987, ISBN 3-570-09930-X.
  • Stephan Conermann: Das Mogulreich. Geschichte und Kultur des muslimischen Indien. Beck, München 2006, ISBN 3-406-53603-4.


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


წინამორბედი:
მუჰამად აზამ-შაჰი
დიდ მოგოლთა იმპერატორი
17071712
შემდეგი:
ჯაჰანდარ-შაჰი