ალი აქბარ ველაიათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალი აქბარ ველაიათი
სპარს. علی‌اکبر ولایتی‎
ალი აქბარ ველაიათი სპარს. علی‌اکبر ولایتی‎
ირანის დროშა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 აგვისტო 1997 – 15 დეკემბერი 1981
წინამორბედიმირ-ხოსეინ ხუსავი
მემკვიდრექამალ ხარაზი

დაბადებული24 ივნისი 1945 (76 წლის)
როსტამაბადი, შემირანი, ირანი
პოლიტიკური პარტიაისლამის კოალიციური პარტია
განათლებათეირანის უნივერსიტეტი
პროფესიაექიმი
რელიგიაისლამი შიიზმი
ხელმოწერა

ალი აქბარ ველაიათი (სპარს. علی‌اکبر ولایتی‎  დ.ივნისი 1945, როსტამაბადი, შემირანი, ირანი) —ირანელი ექიმი და პოლიტიკოსი. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტების ხამენეის და აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის მმართველობის დროს, ირანის უზენაესი ლიდერის საგარეო საქმეთა საკითხების მრჩეველი, ირანის პრეზიდენტობის ორგზის კანდიდატი.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალი აქბარ ველაიათი დაიბადა 1945 წელს როსტამაბადში, შემირანის ერთ -ერთ სოფელში. თეირანის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა თეირანის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე 1964 წელს. სტაჟირება გაიარა პედიატრიის დარგში თეირანის უნივერსიტეტის ბავშვთა სამედიცინო ცენტრში, შემდეგ— ინფექციური დაავადებების სფეროში ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში (აშშ).[3]ისლამური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, ველაიათი დაინიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ და მოგვიანებით გახდა ისლამური საკონსულტაციო საბჭოს წევრი. 1981 წელს მან მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა პრეზიდენტ ალი ხამენეის კაბინეტში და დარჩა ამ თანამდებობაზე 1997 წლამდე, მათ შორის ხამენეის, აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის მმართველობის დროს. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს ველაიათი აწარმოებდა სამშვიდობო მოლაპარაკებებს ერაყთან 1988-1990 წლებში. გერმანიის სასამართლო სისტემა მის სახელს (რიგ სხვა ირანელ მაღალჩინოსნებთან ერთად) 1992 წელს ბერლინში ქურთი ლიდერების მკვლელობებს უკავშირებს, მაგრამ ირანის ოფიციალურმა პირებმა ეს კავშირი არა აღიარეს. 2006 წელს არგენტინამ ასევე გასცა ველაიათის, ყოფილი პრეზიდენტის რაფსანჯანისა და ირანის რამდენიმე სხვა ლიდერის დაკავების ორდერი 1994 წლის ბუენოს -აირესში ებრაული კულტურული ცენტრის აფეთქებაში მონაწილეობის ბრალდებით; მომდევნო წელს ინტერპოლმა დაადასტურა ირანის ლიდერების საერთაშორისო ძებნილთა სია.[4][5][6][7][8]

საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის დასრულების შემდეგ, ველაიათი გახდა ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში. თავის საჯარო გამოსვლებში მან იმ დროს დაიკავა რადიკალური ისლამისტური და ანტიდასავლური პოზიცია, რომელიც ხასიათდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებებით (კერძოდ, 2002 წელს ველაიათმა აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ჰიტლერს შეადარა). 2005 წელს ველაიათი მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც უპარტიო კანდიდატი, მაგრამ მოგვიანებით შეწყვიტა ბრძოლა და გამოხატა თავისი მხარდაჭერა აიათოლა აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის მიმართ. მომდევნო წელს იგი გახდა საგარეო ურთიერთობების სტრატეგიული საბჭოს წევრი. ველაიათს ახალი მცდელობა ჰქონდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს   მაჰმუდ აჰმადინეჟადის მთავრობის საგარეო პოლიტიკის კრიტიკით გამოირჩეოდა. [9]

საპრზიდენტო არჩევნებზე ალი აქბარ ველაიეთმა მეხუთე ადგილი დაიკავა. არჩევნების შემდეგ მალევე, ველაიეთი აიათოლა აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის მიერ დანიშნა მიზანშეწონილობის საბჭოს სტრატეგიული კვლევების ცენტრის თავმჯდომარედ. ამ პოსტზე შეცვალა ჰასან როუჰანი, რომელიც  ქვეყნის პრეზიდენტი გახდა.[10]

ლიტერატურული შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალი აქბარ ველაიათი ცნობილია არა მხოლოდ როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც მწერალი. მას გამოქვეყნებული აქვს 35 წიგნი. მათგან აღსანიშნავია: "ისლამური კულტურა და ცივილიზაცია", "იმამ მაჰდი. კაცობრიობის მხსნელი", "ბრძენი ომარ ხაიამი" . ველაიათი ირანის ისლამური რესპუბლიკის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.

ველაიათის წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dynamism of Islamic and Iranian Culture and Civilization
  • Iran and the Question of Palestine
  • Iran and the Developments of Palestine
  • Historical Crisis of Iranian Identity
  • Intellectual Prelude to Constitutional Movement
  • History of Iran Foreign Relations under Shah Abbas Safavid I
  • History of Iran Foreign Relations under Shah Ismail Safavid II
  • Political History of the Iraqi Imposed War Against the Islamic Republic of Iran
  • History of Iran Foreign Relations under Nasser addin Shah and Mozaffar addin Shah
  • Tuberculosis
  • Infectious Diseases

სქოლიო.[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Profiles: Iran's presidential candidates. Al Jazeera (June 11, 2013). ციტირების თარიღი: 15 მაისი 2015.
  2. "Candidate Profile: Ali Akbar Velayati". Asharq Alawsat. 11 June 2013. Archived from the original on 1 July 2013. Retrieved 21 June 2013.
  3. "Ali Akbar Velayati". IRDiplomacy. 23 January 2013. Retrieved 16 August 2013.
  4. Ali Akbar Velayati. Iranian Diplomacy (23 January 2013). ციტირების თარიღი : 15 მაისი 2015.
  5. Argentina bomb warrants approved. BBC (7 November 2007). ციტირების თარიღი: 15 მაისი 2015.
  6. A. Ehteshami (2002). "The foreign policy of Iran". In Lynne Rienner (ed.). The foreign policies of Middle East states (PDF). Boulder, Co. pp. 283–290.
  7. Stephens, Brett, "Iran's al Qaeda", Stephens' "Global View" column, editorial pages, The Wall Street Journal, 16 October 2007; p. A20
  8. Wanted profile on Interpol website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-03. ციტირების თარიღი: 2008-03-03.
  9. Treasury Designates Supreme Leader of Iran’s Inner Circle Responsible for Advancing Regime’s Domestic and Foreign Oppression home.treasury.gov
  10. ولایتی جایگزین روحانی شد (სპარს.)