The Lovely Linda

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„The Lovely Linda“
სიმღერაპოლ მაკ-კარტნი
ალბომიდან McCartney
გამოსვლის თარიღი 17 აპრილი 1970
ჩაიწერა დეკემბერი 1969
ჟანრი ფოლკ-როკი
ხანგრძლივობა 0:42
ხმისჩამწერი ლეიბლი Apple
ავტორ(ებ)ი პოლ მაკ-კარტნი
პროდიუსერი პოლ მაკ-კარტნი
McCartneyსიმღერები

The Lovely Linda“ — პოლ მაკ-კარტნის სიმღერა, რომელიც პირველად გამოიცა მის 1970 წლის ალბომზე McCartney. იგი ალბომის პირველი სიმღერაა. სიმღერა მუსიკოსმა მიუძღვნა მეუღლე ლინდა მაკ-კარტნის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერა დაიწერა 1969 წელს[1], შოტლანდიაში, სადაც მუსიკოსი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.[2] იგი წარმოადგენდა ერთგვარ საპასუხო ქმედებას ჯონ ლენონის მიერ იოკო ონოსთან ურთიერთობაზე გაკეთებულ განცხადებებზე.[3] „The Lovely Linda“ იყო ალბომისთვის ჩაწერილი პირველი სიმღერა.[4] იგი პირველად ჩაიწერა პოლის მიერ 1969 წლის დეკემბერში, შობამდე, ახალ 4 ფირიან ჩამწერზე, რომელიც მუსიკოსმა სახლში დაამონტაჟა[5]

სიმღერა 42 წამიანია[6] და მაკ-კარტნის ყველაზე მოკლე სიმღერას წარმოადგენს. იგი სიმღერაში ყველა ინსტრუმენტზე უკრავს. იგი აგრეთვე ტაშს უკრავს, რომელსაც ავტორები ჩიპ მედინგერი და მარკ ისტერი უწოდებენ „პერკუსიულ ტაშს“.[7] სიმღერა სრულდება სიცილის ხმით.[1] 1970 წლის აპრილში ალბომის გამოცემის პერიოდში მაკ-კარტნიმ განაცხადა, რომ ეს იყო მომავალი სრული სიმღერის ერთგვარი ანონსი.[7] თუმცა სიმღერის სრული ვერსია დღემდე არ გამოცემულა.[1] ჩვეულებრივი სტუდიური ვერსია მოხვდა 2001 წლის კრებულში Wingspan: Hits and History.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Spizer, p. 117.
  2. Sounes, pp 262–64.
  3. Blake, p. 89.
  4. Spizer, pp 115, 117.
  5. Madinger & Easter, pp 154, 155.
  6. Castleman & Podrazik, p. 88.
  7. 7.0 7.1 Madinger & Easter, p. 155.