Another Day (პოლ მაკ-კარტნის სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Another Day“
სინგლიპოლ მაკ-კარტნი
ალბომიდან McCartney
B-მხარე "Oh Woman, Oh Why"
გამოსვლის თარიღი 19 თებერვალი 1971 (ბრიტანეთი)
22 თებერვალი 1971 (აშშ)
ჩაიწერა იანვარი 1971
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 3:41
ხმისჩამწერი ლეიბლი Apple Records
ავტორ(ებ)ი პოლ მაკ-კარტნი, ლინდა მაკ-კარტნი
პროდიუსერი პოლ მაკ-კარტნი
პოლ მაკ-კარტნი — სინგლების ქრონოლოგია
Another Day
(1971)
„Uncle Albert/Admiral Halsey“
(1971)

Another Day“ — ინგლისელი მუსიკოს პოლ მაკ-კარტნის სადებიუტო სოლო-სინგლი, გამოცემული 1970 წელს. მასზე აგრეთვე წარმოდგენილია b-მხარე "Oh Woman, Oh Why".

"Another Day" თავისი სტილით ახლოს არის The Beatles-ის სიმღერებთან "Eleanor Rigby" და "She's Leaving Home". იგი დაიწერა 1969 წელს.[1][2]

აშშ-სა და ბრიტანეტში სიმღერას საკმაოდ დიდი წარმატება ხვდა წილად, რაზეც მეტყველებდა მისი აშშ ჩარტში #5, ხოლო ბრიტანეთში - #2 ადგილი (1971 წლის მარტის მონაცემებით). ავსტრალიაში მან მთელი კვირით #1 პოზიცია დაიკავა. საფრანგეთში მას ასევე #1 ჰიტის ბედი ხვდა წილად.

მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი სინგლის სიმღერებიდან არ მოხვდა შემდეგ სტუდიურ ალბომში Ram, მის სხვადასხვა გამოცემაში ორივე დამატებითი სიმღერების სახით იქნა შეტანილი. "Another Day", დიდი წარმატების გამო მოხვდა პოლის კრებულში All the Best!, ისევე როგორც ჯგუფ Wings-ის კომპილაციებში Wings Greatest და Wingspan: Hits and History - მიუხედავად იმისა, რომ იგი მხოლოდ პოლის მიერ იქნა დაწერილი და Wings მასთან კავშირში არ არის.

ამ სიმღერაზე ერთგვარი მინიშნებები ჟღერს ჯონ ლენონის კომპოზიციაში "How Do You Sleep?". სიმღერამ ასევე გაიჟღერა ორ ფილმში - "50 პირველი პაემანი" (2004) და "ძვირფასი ძვლები" (2009).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Janovitz, Scott. Review of "Another Day". Allmusic. ციტირების თარიღი: 28 August 2009.
  2. Blaney, John (2007). Lennon & McCartney: Together Alone. Jawbone Books.