Teddy Boy (სიმღერა)
| „Teddy Boy“ | ||||
|---|---|---|---|---|
| სიმღერა — პოლ მაკ-კარტნი | ||||
| ალბომიდან McCartney | ||||
| გამოსვლის თარიღი | 17 აპრილი 1970 | |||
| ჩაიწერა | Morgan Studios | |||
| ჟანრი | როკ-მუსიკა | |||
| ხანგრძლივობა | 2:25 | |||
| ხმისჩამწერი ლეიბლი | Apple | |||
| ავტორ(ებ)ი | პოლ მაკ-კარტნი | |||
| პროდიუსერი | პოლ მაკ-კარტნი | |||
| McCartney – სიმღერები | ||||
| ||||
„Teddy Boy“ — ინგლისელი მუსიკოს პოლ მაკ-კარტნის მიერ დაწერილი სიმღერა. იგი შეტანილია მის სადებიუტო სოლო ალბომში McCartney, რომელიც გამოიცა 1970 წელს, ჯგუფ The Beatles-ის დაშლის შემდეგ. ის ასევე შეტანილია The Beatles-ის ალბომში Anthology 3, რომელიც გამოვიდა 1996 წელს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაკ-კარტნიმ სიმღერა დაწერა The Beatles-ის ინდოეთში სტუმრობისას [1] და პირველად ჩაწერა 969 წელს, როდესაც ჯგუფი მუშაობდა ალბომზე, რომელიც შემდგომში Let It Be-ს სახით გამოიცა. არსებობს სიმღერის რამდენიმე ვერსია. ყველა აკუსტიკურია, ხოლო რამდენიმეში ჟღერს მაკ-კარტნისა და ჯონ ლენონის ჰარმონიული ვოკალები ან განსხვავებული სოლო ელექტრონულ გიტარაზე.
ფილმში Wingspan მაკ-კარტნი ამბობს, რომ სიმღერა Let It Be-ზე მუშაობისას დაწერა, მაგრამ ჯგუფში დაძაბულობის გამო მასზე მუშაობის შესაძლებლობა არავის ჰქონდა. 1969 წლის იანვარში ჯგუფმა იგი 6-ჯერ ჩაწერა, ლონდონში, Apple-ის სტუდიაში. ორი ჩანაწერისგან შედგენილი ვერსია 1996 წელს კრებულში Anthology 3 შევიდა.[2]
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პოლ მაკ-კარტნი - ვოკალი, გიტარა, ბას-გიტარა, დასარტყმელი საკრავები
- ლინდა მაკ-კარტნი - ბეკ-ვოკალი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Teddy Boy by Paul McCartney Songfacts. songfacts.com. ციტირების თარიღი: 25 April 2012.
- ↑ The Beatles Bible: Teddy Boy Retrieved 12 September 2008.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||