Junk (სიმღერა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Junk“
სიმღერა , შემსრულებელი პოლ მაკ-კარტნი
ალბომი McCartney
გამოსვლის თარიღი 17 აპრილი 1970
ჩაიწერა თებერვალი 1970
ჟანრი ფოლკ-როკი
ხანგრძლივობა 1:54
ხმისჩამწერი ლეიბლი Apple
ავტორი პოლ მაკ-კარტნი
პროდიუსერი პოლ მაკ-კარტნი
McCartney სიმღერების სია

Junk“ — პოლ მაკ-კარტნის სიმღერა. დაიწერა 1968 წელს, როდესაც ჯგუფი ბითლზი ინდოეთში იმყოფებოდა.[1] იგი შეტანილია მაკ-კარტნის ალბომში McCartney და ბითლზის კრებულში Anthology 3.[2]

ისტორია[რედაქტირება]

თავდაპირველად დაგეგმილი იყო სიმღერის The Beatles-ში შეტანა. მოგვიანებით მას Abbey Road-ში შესატანად მოიაზრებდნენ, მაგრამ არც ამ შემთხვევაში ჩაიწერა. საბოლოო ვერსია, რომელიც ჯგუფმა მოისმინა, იყო 1968 წლის მაისის ვარიანტი, რომელიც სხვა სიმღერებთან ერთად ჯორჯ ჰარისონის სახლში დემოების სახით ჩაიწერა, Anthology 3-ში შესატანად.[1] სიმღერის სამუშაო სახელწოდება იყო „Jubilee“, აგრეთვე ცნობილი, როგორც „Junk in the Yard“.[1]

სიმღერა აგრეთვე შეტანილი იქნა EP-ზე ("Another Day", "Oh Woman, Oh Why" და "Valentine Day"-სთან ერთად), რომელიც მხოლოდ მექსიკაში გამოვიდა.[3]

მაკ-კარტნის მიერ სიმღერა ცოცხლად პირველად როიალ ალბერტ ჰოლში, 2006 წლის ნოემბერში შესრულდა.[4]

ტექსტი[რედაქტირება]

სიმღერის ტექსტში მაკ-კარტნი საუბრობს იმაზე, თუ რატომ ტოვებს ადამიანი სხვა ადამიანთან იმას, რაც მისი სიცოცხლის ნაწილია, ვინაიდან ამავე დროს იგი ტოვებს ამ ნივთებთან დაკავშირებულ მოგონებებს.[5]

Singalong Junk[რედაქტირება]

Singalong Junk არის „Junk“-ის ინსტრუმენტული ვერსია. იგი ასევე შეტანილია ალბომში McCartney.

გარდა იმისა, რომ მასში არ არის ვოკალი, სიმღერა გამოირჩევა მელოტრონით, ხოლო მელოდია სრულდება ფორტეპიანოზე. მასში აგრეთვე გამოკვეთილია დასარტყმელი საკრავები. ცნობილია, რომ ეს ვერსია განკუთვნილი იყო ძირითადი „Junk“-ისთვის, მაგრამ უფრო უბრალო ვოკალური არანჟირების სასარგებლოდ მუსიკოსმა მეორე ვარიანტი აირჩია.

Unplugged (The Official Bootleg)-ში შეტანილია „Junk“, რომელიც ვოკალის გარეშე სრულდება, რითაც იგი შეიძლება ჩაითვალოს „Singalong Junk“-ად. თუმცა, იგი არ არის მითითებული ალბომის კომპოზიციების სიაში.

„Singalong Junk“ არასოდეს შესრულებულა ცოცხლად მაკ-კარტნის ძირითად გამოსვლებზე, მაგრამ მოხვდა კრებულში Wingspan: Hits and History.[6]

სხვა ვერსიები[რედაქტირება]

„Singalong Junk“ შეტანილია ფილმებში:

პერსონალი[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Paul McCartney: Junk | The Beatles Bible. beatlesbible.com. წაკითხვის თარიღი: 25 April 2012.
  2. http://www.discogs.com/Beatles-Anthology-3/release/1944765
  3. Another Day / Junk / Oh Woman, Oh Why / Valentine Day by Paul McCartney. rateyourmusic.com. წაკითხვის თარიღი: 25 April 2012.
  4. Song - Paul McCartney. paulmccartney.com. წაკითხვის თარიღი: 25 April 2012.
  5. დეტალები პოლ მაკ-კარტნის ოფიციალურ საიტზე
  6. Song - Paul McCartney. paulmccartney.com. წაკითხვის თარიღი: 31 March 2012.