Coming Up (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Coming Up“
სინგლიპოლ მაკ-კარტნი
ალბომიდან McCartney II
B-მხარე "Coming Up" (საკონცერტო, გლაზგო)
"Lunch Box/Odd Sox"
გამოსვლის თარიღი 11 აპრილი 1980
ჩაიწერა ივლისი-აგვისტო 1979
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 3:49
ხმისჩამწერი ლეიბლი Parlophone, Columbia
ავტორ(ებ)ი პოლ მაკ-კარტნი
პროდიუსერი პოლ მაკ-კარტნი
პოლ მაკ-კარტნის სინგლების ქრონოლოგია
„Wonderful Christmastime“
(1979)
Coming Up
(1980)
„Waterfalls“
(1980)

Coming Up“ — ინგლისელი მუსიკოს პოლ მაკ-კარტნის სიმღერა, შეტანილი მის 1980 წლის ალბომში McCartney II. იგი სინგლის სახით 1980 წლის 11 აპრილს გამოიცა. ისევე, როგორც ალბომის სხვა სიმღერები, კომპოზიცია იცავს მინიმალისტურ სტილს. ვოკალები, რომლებიც მასში გამოიყენება, ჩაწერილი იყო ფირზე, რომელიც სხვადასხვა სიჩქარით იქნა გადაწერილი. ყველა ინსტრუმენტზე უკრავს პოლი, ხოლო ვოკალური ჰარმონიები სრულდება ლინდა მაკ-კარტნისთან ერთად.

ჯონ ლენონს მოსწონდა ეს სიმღერა და ამბობდა, რომ მან შთააგონა საკუთარ მასალაზე მუშაობის გაგრძელება.[1]

საკონცერტო ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის საკონცერტო ვერსია პირველად შესრულდა გლაზგოში, 1979 წლის 17 დეკემბერს, Wings-ის მიერ. მაკ-კარტნი სიმღერას სოლო კონცერტებზეც ასრულებდა.

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"Coming Up" აგრეთვე ცნობილია საკუთარი მუსიკალური ვიდეოთი, რომელშიც პოლი ერთდროულად ათ როლს ასრულებს, ხოლო ლინდა - ორს. "ბენდში", რომელსაც დასარტყმელი საკრავებზე არსებული წარწერის თანახმად "The Plastic Macs" ეწოდება (ლენონის Plastic Ono Band-ის პატივსაცემად)[2][3] მონაწილეობენ პოლის და ლინდას მიერ განსახიერებეული სხვადასხვა მუსიკოსები. 2007 წლის ვიდეო კომპილაციაში The McCartney Years შეტანილია ამ ვიდეოს აუდიო კომენტარი, საიდანაც ნათელი ხდება, რომ პოლმა კონკრეტული პიროვნებები განასახიერა: ჰენკ მარვინი (გიტარა, The Shadows), რონ მეილი (კლავიშებიანები, Sparks) და საკუთარი თავი ბიტლომანიის ეპოქაში. ფრედ ბრონსონი იყო ერთ-ერთი მათ შორის, ვინც განიხილა ვიდეო და გამოთქვა ვარაუდი, რომ მასში სხვა პერსონაჟებიც ჩნდებიან (მათ შორის ენდი მაკკეი, ფრენკ ზაპა, მიკ ფლიტვუდი და ნილ იანგი)[4]. მაგრამ მაკ-კარტნი ამტკიცებს, რომ სხვა როლები უბრალოდ კომიკური პერსონაჟებია.[5]

ვიდეო პირველად ნაჩვენები იქნა 1980 წლის 17 მაისს, Saturday Night Live-ის ეთერში.[6]

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

7" სინგლი (R 6035)
  1. "Coming Up" – 3:49
  2. "Coming Up" (საკონცერტო, გლაზგო) – 3:51
    • პოლ მაკ-კარტნი და Wings
  3. "Lunch Box/Odd Sox" – 3:54
    • პოლ მაკ-კარტნი და Wings

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Seaman, Frederic (1991). Last Days of John Lennon. Birch Lane Press. ISBN 1-55972-084-0. 
  2. http://www.youtube.com/watch?v=uwH6nJ-aqQE
  3. The McCartney Years DVD, Warner Music, Rhino Entertainment, 2007, MPL
  4. Bronson, Fred. The Billboard Book of Number 1 Hits, Billboard Books, 2003, p. 526.
  5. Saturday Night Live transcript, 17 May 1980 interview by "Father Guido Sarducci" with Paul & Linda McCartney. Retrieved 9 April 2008.
  6. Saturday Night Live: Steve Martin/Paul and Linda McCartney Episode Summary. TV.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 13 August 2011.