Twin Freaks

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Twin Freaks
რემიქსული ალბომი
Twin Freaks
გამოცემის თარიღი 14 ივნისი 2005
ჩაიწერა 2004-2005
ჟანრი ელექტრონიკა
ხანგრძლივობა 53:45
ლეიბლი Parlophone
0946 3 11300 1 4
E1-11300
პროდიუსერი პოლ მაკ-კარტნი,
Freelance Hellraiser
პოლ მაკ-კარტნი — ქრონოლოგია
Back in the World
(2003)
Twin Freaks
(2005)
Chaos and Creation in the Backyard
(2005)
სინგლები ალბომიდან Twin Freaks
  1. „Really Love You“
    გამოცემის თარიღი: 6 ივნისი 2005
  2. „What's That You're Doing“
    გამოცემის თარიღი: 2005
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Encyclopedia of Popular Music3/5 stars[1]

Twin Freaks — ინგლისელი როკ-მუსიკოს პოლ მაკ-კარტნის და დიჯეი და პროდიუსერ როი კერის თანამშრომლობით შექმნილი, ამავე სახელწოდებით დუეტის სახელით გამოცემული ალბომი. მასში შევიდა მაკ-კარტნის სიმღერების რემიქსები. გამოიცა 2005 წლის 14 ივნისს ლეიბლზე Parlophone, როგორც ორმაგი გრამფირფიტა, CD ფორმატში კი არ გამოცემულა.

ალბომის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლ მაკ-კარტნიმ და როი კერიმ შექმნეს ეს ორმაგი ალბომი, როგორც მათი თანამშრომლობის გაგრძელება, მას შემდეგ, რაც კერი მონაწილეობას იღებდა მაკ-კარტნის ტურნეში 2004 წელს, სადაც „მოთელვაზე“ ასრულებდა მაკ-კარტნის მუსიკალური თემების რემიქსებისგან შემდგარ ნახევარსაათიან სეტს, ხშირად გაურკვეველი ან ძნელად აღსათქმელი სახით. ამ სეტის ძირითადი იდეა ჩაიდო ალბომის არსში. მანამდე, 2002 წელს კერიმ გამოუშვა ასევე პოლის სიმღერებზე დაფუძნებული მეშაპ-ალბომი A Stroke of Genius[2].

მუშაობის პროცესში ალბომისთვის შერჩეული მაკ-კარტნის ყველა სიმღერა გადასხვაფერდა და შესამჩნევად გადაკეთდა. გაურკვეველია, ამ ორი პარტნიორიდან ვინ იღებს პასუხისმგებლობას ერთობლივი მუშაობის ამა თუ იმ ასპექტზე.

ალბომი გამოიცა როგორც ორმაგი გრამფირფიტა, ასევე როგორც ციფრული ჩამონატვირთი, Windows Media Audio-ს (WMA) ფორმატში.

გარეკანი და ალბომის შიდა გაფორმება გაკეთებულია მაკ-კარტნის სურათების გამოყენებით, რომელიც ფერთა გამაში და სტილში ჰგავს მხატვარ ვილემ დე კუნინგის ნამუშევრებს. მაკ-კარტნი ადრე იცნობდა ამ იმ დროისათვის გარდაცვლილ მხატვარს, რომელთანაც აკავშირებდა მხატვრობის მსგავსი სტილი.

2005 წლის 6 ივნისს ასევე შეზღუდული ტირაჟით გამოიცა ერთგვერდიანი 12" გრამფირფიტა სიმღერებით „Really Love You“-ს და „Lalula“.[3]

2012 წლის 24 აპრილს ალბომი ხელახლა გამოიცა iTunes Store-სთვის და Amazon.com-თვის, როგორც ციფრული ჩამონატვირთი, MP3-ის ფორმატში.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარე 1
  1. Really Love You (პოლ მაკ-კარტნი, რიჩარდ სტარკი) – 5:42
  2. Long Haired Lady (Reprise) (პოლ მაკ-კარტნი, ლინდა მაკ-კარტნი) – 4:50
  3. Rinse the Raindrops – 3:14
მხარე 2
  1. Darkroom – 2:30
  2. Live and Let Die (პოლ მაკ-კარტნი, ლინდა მაკ-კარტნი) – 3:26
  3. Temporary Secretary – 4:12
მხარე 3
  1. What's That You're Doing (სტივი უანდერი, პოლ მაკ-კარტნი) – 4:57
  2. Oh Woman, Oh Why – 4:19
  3. Mumbo (პოლ მაკ-კარტნი, ლინდა მაკ-კარტნი) – 5:24
მხარე 4
  1. Lalula – 4:25
  2. Coming Up – 4:42
  3. Maybe I'm Amazed – 6:12

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლარკინი, კოლინ (2006). The Encyclopedia of Popular Music (მეოთხე გამოცემა). ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი: Oxford University Press, გვ. 1257. ISBN 0-19-531373-9. 
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-02. ციტირების თარიღი: 2017-12-10.
  3. Twin Freaks (3) - Really Love You (Vinyl) at Discogs
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Twin_Freaks&oldid=4591248“-დან