The Elder Scrolls V: Skyrim – Dawnguard
The Elder Scrolls V: Skyrim – Dawnguard | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | Bethesda Game Studios |
გამომცემელი | Bethesda Softworks |
სერია | The Elder Scrolls |
ძრავა | Creation Engine |
პლატფორმ(ებ)ი |
Xbox 360 Microsoft Windows PlayStation 3 |
გამოსვლის თარიღი |
Xbox 360 WW 26 ივნისი, 2012 Microsoft Windows WW 2 აგვისტო, 2012 PlayStation 3 ჩრდ.ამ. 26 თებერვალი, 2013 ევრ 27 თებერვალი, 2013 [1][2][3] |
ჟანრ(ებ)ი | Action/RPG |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი |
კომპოზიტორი | ჯერემი სოული |
The Elder Scrolls V: Skyrim – Dawnguard არის ღია სამყაროს მოქმედებითი როლური ვიდეო თამაშის The Elder Scrolls V: Skyrim-ის ედონი, შემუშავებული Bethesda Game Studios-სა და გამოცემული Bethesda Softworks-ის მიერ. Xbox 360-ის ვერსია ინგლისურენოვან ქვეყნებში გამოვიდა 2012 წლის 26 მაისს, საფრანგეთში, გერმანია, იტალიასა და ესპანეთში – 2012 წლის ივლისის შუა რიცხვებში, Microsoft Windows-ზე გამოიცა Steam-ის მეშვეობით 2012 წლის 2 აგვისტოს, ხოლო Playstation 3-ის ვერსია - 2013 წლის 26 თებერვალს[2][3].
ორიგინალი თამაშის The Elder Scrolls V: Skyrim-ის მსგავსად, Dawnguard-ში წარმოდგენილია ღია სამყაროს გეიმპლეი, სადაც შესაძლებელი არის თამაშის სამყაროში თავისუფლად გადაადგილება, ძირითადი დავალებების განუსაძღვრელი ვადით გადადება და საკუთარი პერსონაჟის შექმნა. მასში დამატებული არის ახალი ტერიტორიები, საბრძოლო იარაღები, ჯავშანი და დრაკონის ყვრილი.
თამაშის სიუჟეტი მიმდინარეობს ორგანიზაცია "განთიადის მცველების" გარშემო, რომლის მიზანი არის ხელი შეუშალოს ძლევამოსილ ვამპირთა კლანის, ვოლკიჰარის დაბრუნებას. ვოლკიჰარის ლიდერი ლორდი ჰარკონი გეგმავს ძველი გრაგნილების გამოყენებით მთლიანად გაანადგუროს მზე. მოთამაშეს ეძლევა არჩევანის საშუალება - შეუერთდეს ორგანიზაცია "განთიადის მცველებს", თუ გახდეს ვამპირების კლანის წევრი.
საერთო ჯამში თამაშმა მიიღო დადებითი შეფასებები კრიტიკოსებისგან. საერთო განხილვების საიტ GameRankings-ზე , Xbox 360-ის ვერსია ფლობს 76.16%[4], PC ვერსია - 68.80%[5] და PS3-ის ვერსია 77.40%[6]. რაც შეეხება Metacritic-ს შედეეგები ამგვარად გადანაწილდა: Xbox 360 – 73[7] %, PC – 66/100[8] და PS3 – 79/100[9].
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ [Now Available on PSN: Dragonborn | Bethesda Blog. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-16. ციტირების თარიღი: 2016-07-08. Now Available on PSN: Dragonborn | Bethesda Blog]
- ↑ 2.0 2.1 Sipple, Brian. (January 18, 2013) 'Skyrim's' 'Dragonborn,' 'Hearthfire' & 'Dawnguard' Finally Confirmed for February PS3 Releasework=GameRant.com. ციტირების თარიღი: 21.01.2013.
- ↑ 3.0 3.1 GS News - All Skyrim DLC coming to PS3 next month. GameSpot.com (January 18, 2013). ციტირების თარიღი: 21.01.2013.
- ↑ The Elder Scrolls V: Skyrim - Dawnguard for Xbox 360. GameRankings (2012-06-26). ციტირების თარიღი: 2013-09-09.
- ↑ The Elder Scrolls V: Skyrim - Dawnguard for PC. GameRankings (2012-08-02). ციტირების თარიღი: 2013-09-09.
- ↑ The Elder Scrolls V: Skyrim - Dawnguard for PlayStation 3. GameRankings (2013-02-26). ციტირების თარიღი: 2013-09-09.
- ↑ The Elder Scrolls V: Skyrim - Dawnguard for Xbox 360 Reviews. Metacritic (2012-06-26). ციტირების თარიღი: 2013-09-09.
- ↑ The Elder Scrolls V: Skyrim - Dawnguard for PC Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 2013-09-09.
- ↑ The Elder Scrolls V: Skyrim - Dawnguard for PlayStation 3 Reviews. Metacritic (2013-02-26). ციტირების თარიღი: 2013-09-09.
|
- 2012 წელს შექმნილი როლური ვიდეო თამაშები
- მოქმედებითი როლური ვიდეო თამაშები
- დრაკონები ვიდეო თამაშებში
- ფენტეზის ჟანრის ვიდეო თამაშები
- Kinect-ის თამაშები
- ღია სამყაროს ვიდეო თამაშები
- PlayStation 3-ის თამაშები
- Steam Workshop-ის თამაშები
- The Elder Scrolls
- ვიდეო თამაშები ვამპირებზე
- ვიდეო თამაშები შემუშავებული ამერიკის შეერთებულ შტატებში
- ვიდეო თამაშები სქესის არჩევის შესაძლებლობით
- Windows-ის თამაშები
- Xbox 360-ის თამაშები
- 2012 წლის ვიდეო თამაშები
- ვიდეო თამაშების დამატებები
- Bethesda Game Studios-ის თამაშები