The Elder Scrolls IV: Knights of the Nine

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
The Elder Scrolls IV: Knights of the Nine
ESIV Expansion.jpg
დეველოპერ(ებ)ი Bethesda Softworks
გამომცემელი Bethesda Softworks
Ubisoft
სერია The Elder Scrolls
ძრავა Gamebryo
პლატფორმ(ებ)ი Windows
Xbox 360
PlayStation 3
გამოსვლის თარიღი Xbox 360, Windows (საცალო)
ჩრდ.ამ. 21 ნოემბერი, 1997
ავს 23 ნოემბერი, 1997
ევრ 24 ნოემბერი, 1997[1]
Windows (გადმოტვირთვა)
4 დეკემბერი, 2006[2][3]
ჟანრ(ებ)ი Action RPG
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი

The Elder Scrolls IV: Knights of the Nineროლური ვიდეო თამაშის The Elder Scrolls IV: Oblivion-ის ოფიციალური დამატება, რომელიც შექმნა და გამოსცა კომპანია Bethesda Softworks-მა Ubisoft-თან თანამშრომლობით[4]. დამატება დაანონსდა 2006 წლის 17 ოქტომბერს, ხოლო გამოვიდა 2006 წლის 21 ნოემბერს. Windows-ის ვერსია ხელმსაწვდომია კომპანიის საიტზე ან Oblivion Downloadable Content Collection CD-კომპლექტაციის შეძენის შემთხვევაში, რომელშიც, ასევე შედის ობლივიონის ყველა მანამდე გამოცემული დამატება. Xbox 360-ის ვერსია ხელმისაწვდომი არის Xbox Live Marketplace-ის მეშვეობით, ხოლო რაც შეეხება PlayStation 3-ს, აღნიშნული დამატება თან ახლავს ორიგინალ თამაშს.

Knights of the Nine-ის ისტორია მიმდინარეობს ამავე სახელწოდების ფრაქციის გარშემო, რომელიც ცდილობს მოიპოვოს "ჯვაროსანთა რელიქვიები", რისი საშუალებითაც შესაძლებელი არის ჯადოქარი მეფის, უმარილის დამარცხება, რომლის მიზანი არის თამაშის შვიდ ღვთაებაზე შურის ძიება[5].

Knights of the Nine-ის არის ღია სამყაროს როლური ვიდეო თამაში. იგი ორიგინალი თამაშისგან თითქმის არაფრით განსხვავდება: გეიმპლეი, დიზაინი, მანევრები და ინტერფეისი უცვლელია[6][7]. მასში შესაძლებელი არის საკუთარი პერსონაჟის შექმნა, სამყაროს ნებისმიერ წერტილში გადაადგილება, ტერიტორიების გამოკვლევა და ძირითადი დავალებების გადადება განუსაზღვრელი ვადით[6][8]

თამაში დადებითად მიიღო სათამაშო პრესამ. მიუხედავად იმისა, რომ მექანიკაში მცირედი ცვლილებები არის შეტანილი, რეცენზენტებმა იგი გააკრიტიკეს მოკლე ხნიანობის გამო, თუმცა შეაქეს სიუჟეტი. საერთო მიმოხილვების საიტ Metacritic-ზე, Xbox 360-ის ვერსია ფლობს 100-დან 86 ქულას (8 მიმოხილვაზე დაყრდნობით)[9], PC-ის ვერსია კი - 100-დან 81 ქულას (12 მიმოხილვაზე დაყრდნობით)[10]. ხოლო რაც შეეხება GameRankings-ს, Knights of the Nine საერთო შეფასება შეადგენს 100-დან 84 ქულას (12 მიმოხილვაზე დაყრდნობით)[11].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Elder Scrolls IV: Knights of the Nine Release Summary. GameSpot. წაკითხვის თარიღი: 2007-08-31.
  2. Rose, Alan. (2006-11-22) Knights of the Nine screens, availability update. Joystiq. წაკითხვის თარიღი: 2007-08-31.
  3. Sinclair, Brendan. (2006-09-11) Retail Radar: Oblivion expansion, Bully and Splinter Cell collector's editions. GameSpot. წაკითხვის თარიღი: 2007-08-31.
  4. Bethesda Softworks Announces Knights of the Nine for Xbox 360 and Windows. Bethesda Softworks (2006-10-17). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2007-06-23. წაკითხვის თარიღი: 2007-07-06.
  5. The story of Knights of the Nine. The Elder Scrolls IV: Knights of the Nine. Bethesda Softworks. Reprinted in The Imperial Library (2006-11-21). წაკითხვის თარიღი: 2010-10-18.
  6. 6.0 6.1 Kasavin, Greg. (2006-12-04) The Elder Scrolls IV: Knights of the Nine for PC Review. GameSpot. წაკითხვის თარიღი: 2007-08-31.
  7. Newton. (2007-01-08) Review: The Elder Scrolls IV: Knights of the Nine. GamePro. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2007-01-11. წაკითხვის თარიღი: 2007-08-31.
  8. Purchese, Rob. (2006-11-27) Review - The Elder Scrolls IV: Oblivion - Knights of the Nine. Eurogamer. წაკითხვის თარიღი: 2007-08-31.
  9. Elder Scrolls IV: Knights of the Nine, The (Xbox 360) Reviews. Metacritic. წაკითხვის თარიღი: 2007-08-31.
  10. Elder Scrolls IV: Knights of the Nine, The (PC) Reviews. Metacritic. წაკითხვის თარიღი: 2007-08-31.
  11. The Elder Scrolls IV: Knights of the Nine Reviews. GameRankings. წაკითხვის თარიღი: 2007-08-31.