Creation Engine

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Creation Engine
Creation Engine.gif
ძრავის ოფიციალური ლოგო
მწარმოებელი Bethesda Game Studios
პროგრამირების ენა C++
ოს Microsoft Windows
პლატფორმა Microsoft Windows
PlayStation 3
PlayStation 4
Xbox 360
Xbox One
სტატუსი აქტიური
ჟანრი თამაშის ძრავა
ლიცენზია კერძო

Creation Engineთამაშის ძრავა შემუშავებული ამერიკული კომპანია Bethesda Game Studios-ის მიერ საკუთარი პროექტებისთვის. პირველი თამაში, რომელშიც გამოიყენეს Creation Engine, არის The Elder Scrolls V: Skyrim, გამოსული 2011 წლის 11 ნოემბერს, ხოლო ბოლო თამაშია Fallout 4, გამოსული 2015 წლის 10 ნოემბერს.

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Creation Engine, თავდაპირველად, შეიქმნა სპეციალურად The Elder Scrolls-ის მეხუთე ნაწილის The Elder Scrolls V: Skyrim-ისთვის.

თამაშის სერიის წინა ნაწილები, კონკრეტულად კი The Elder Scrolls IV: Oblivion და კომპანიის სხვა თამაშები (მაგალითად Fallout 3 გამოიყენებდა მესამე მხარის ძრავას Gamebryo). ამავე კომპანიის თამაში Morrowind აგებულია Gamebryo-ს წინამორბედ ძრავზე სახელწოდებით NetImmerse.

Creation Engine შექმნილი Bethesda Game Studios-ის ძალისხმევით, აგებულია გეიმბრიოს კოდზე, რომელიც შეიმუშავებული იქნა Emergent Game Technologies-სა და Numerical Design Limited-ის მიერ.[1],

Creation Engine თამაშებში წარმოაჩენს რეალისტურ შუქ-ჩრდილებსა და უფრო დეტალურ ობიექტებს შორი მანძილიდან ხედვისას.[2] მოგვიანებით შეიქმნა ძრავის განახლებული ვერსია, რომელიც გამოიყენეს Fallout 4-ში.

Creation Kit[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Creation Kit არის მოდინგის ხელსაწყო Creation Engine-ის თამაშებისთვის, რომელიც შექმნა Bethesda Game Studios-მა The Elder Scrolls-ის მოდიფიკაციისათვის,[3] რისი მეშვეობითაც შესაძლებელია სხვადასხვა ცვლილებების, ახალი ტერიტორიების, რასების, იარაღებისა და ტექსტურების დამატება თამაშში. ამ ხელსაწყოს გამოყენებით შექმნილი მოდები ხელმისაწვდომი არის Steam Workshop-ზე, NexusMods-სა და სხვა უამრავ საიტზე.

Fallout 4-ისთვის Creation Kit შეიქმნა 2016 წლის აპრილს.[4]

თამაშები Creation Engine-ის ძრავზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასახელება თარიღი პლატფორმა შენიშვნა
„The Elder Scrolls V: Skyrim“ 2011 Microsoft Windows, Xbox 360, PlayStation 3 პირველი თამაში ძრავზე.
„Fallout 4“ 2015 Microsoft Windows, Xbox One, PlayStation 4 ძრავის განახლებული ვერსია.
„Fallout 76“ 2015 Microsoft Windows, Xbox One, PlayStation 4

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bethesda: Skyrim’s Creation engine developed by accident. წაკითხვის თარიღი: 28 июня 2015.
  2. Quintin Smith. Skyrim’s Creation Engine Detailed. Rock, Paper, Shotgun. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-09-03. წაკითხვის თარიღი: 14 ноября 2011.
  3. Creation Kit.
  4. Creation Kit.