გადმოტვირთვადი კონტენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გადმოტვირთვადი კონტენტი (ინგლ. Downloadable contentDLC) — ციფრული მედია კონტენტის გავრცელების ერთ-ერთი ფორმა ინტერნეტის საშუალებით, როგორც წესი, ფასიანი, რომელიც ვრცელდება ინტერნეტში ოფიციალური გამომცემლის მიერ. ტერმინი „გადმოტვირთვადი კონტენტი“ მოიცავს ინფორმაციულ შევსებას, რომელიც შექმნილია ვიდეო თამაშებისთვის და გამოიცემა ცალკე, ძირითადი თამაშისგან დამოუკიდებლად. მიუხედავად ამისა, ეს ცნება გამოიყენებოდა ონლაინში არსებული ნებისმიერი ტიპის გასართობი ციფრული კონტენტის აღსანიშნავად.[1]

გადმოტვირთვადი კონტენტის ფასი ხშირად არ აღემატება 20 აშშ დოლარს.[2] ის შეიძლება იყოს რამდენიმე სახის და მოიცავდეს ახალი ტიპის ტანისამოსს, სიუჟეტურ ხაზს მსგავსად გაფართოების პაკეტისა, ასევე ახალ მოდებს, დონეებს, გამოწვევებს და და სხვა მრავალ ფუნქციას.

გადმოტვირთვადი კონტენტის გავრცელება დაიწყო 21-ე საუკუნეში, მეექვსე თაობის კონსოლების გამოჩენის შემდეგ, რომლებსაც გააჩნდა ინტერნეტის მხარდაჭერა. სპეციალურ ვერსია „წლის თამაშის გამოცემაში“ (ხელახალი გამოცემა), ხშირად გაერთიანებულია სრულფასოვანი თამაში და ადრე გამოსული მისი ყველა DLC.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ryan Block. (5 августа 2005 года) TiVo adding downloadable content, games, internet radio, podcasting, etc.?. Engadget. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-03-31. წაკითხვის თარიღი: 2009-05-08.
  2. Martin Robinson. (2012-07-06) Molyneux: $50,000 Curiosity DLC "nothing to be ashamed of". Eurogamer. წაკითხვის თარიღი: 2013-07-10.