შინაარსზე გადასვლა

პიქსარი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Pixar)
პიქსარის ანიმაციური სტუდია
Pixar Animation Studios
ტიპი The Walt Disney Company-ის შვილობილი კომპანია
დარგი კომპიუტერული ანიმაციური ფილმები
დაფუძნდა 1979 (1979) (გრაფიკოსთა ჯგუფი)
1986 (1986) (პიქსარი)
დამაარსებელი ედვინ ქეთმული
ელვი რეი სმითი
სტივ ჯობსი
სათავო ოფისი ემერივილი, კალიფორნია, აშშ
მმართველი
ედვინ ქეთმული, Walt Disney Animation Studios-ის და პიქსარის ანიმაციური სრუდიის პრეზიდენტი
ჯონ ლასეტერი, Walt Disney Animation Studios-ის და პიქსარის ანიმაციური სრუდიის შემოქმედებითი დირექტორი
ჯიმ მორისი, პიქსარის გენერალური მენეჯერი

პიქსარის ანიმაციური სტუდია — ამერიკული კომპიუტერული ანიმაციის კინოსტუდია, რომლის შტაბი მდებარეობს კალიფორნიის შტატის ქალაქ ემერივილში. 2006 წლიდან ის არის უოლტ დისნეის კომპანიის შვილობილი კომპანია. სტუდიის ფილმებს დამსახურებული აქვთ ოცდაოთხი ოსკარი, ექვსი ოქროს გლობუსი და სამი გრემი სხვა ჯილდოებთან ერთად. მსოფლიოს მასშტაბით მათი შემოსავლის ჯამი $6.3 მილიარდს აღწევს. კინოსტუდია განთქმულია თავისი კომპიუტერული ანიმაციური ფილმებით, რომლის შესაქმნელადაც იყენებენ PhotoRealistic RenderMan-ს.

პიქსარი დაარსდა 1979 წელს, როგორც სპეც-ეფექტების კომპიუტერული ჯგუფი, რომელიც Lucasfilm-ის შემადგენლობაში შედიოდა, სანამ ის 1986 წელს Apple-ის თანადამააარსებელმა სტივ ჯობსმა შეიძინა. მან სტუდია 2006 წელს უოლტ დისნეის კომპანიას მიჰყიდა.

პიქსარს აქვს ცამეტი სრულმეტრაჟიანი ფილმი, მათ შორის პირველია სათამაშოების ისტორია (1995). მას მოჰყვა მწერის ცხოვრება (1998), სათამაშოების ისტორია 2 (1999), მონსტრების კორპორაცია (2001), ნემოს ძიებაში (2003), სუპერ ოჯახი (2004), მანქანები (2006), რატატუი (2007), WALL-E (2008), მფრინავი სახლი (2009), სათამაშოების ისტორია 3 (2010), მანქანები 2 (2011) და გულადი (2012). სტუდიის ყველა ანიმაციურმა ფილმმა წარმატებას მიაღწია კომერციულად, ასევე ყველა მათგანმა, მანქანები 2–ის გარდა, კინოკრიტიკოსების დადებითი შეფასება დაიმსახურა. ფილმების საშუალო შემოსავალი შეადგენს $602 მილიონს, რაც პიქსარს ყველა სხვა კინოსტუდიაზე მაღლა აყენებს ამ კომპონენტში. სტუდიის ყველა ანიმაციური ფილმი შესულია ყველა დროის ორმოცდაათ მაღალშემოსავლიან ანიმაციურ ფილმს შორის, რომლის სათავეშიც სათამაშოების ისტორია 3 დგას. სათამაშოების ისტორია 3, ნემოს ძიებაში და მფრინავი სახლი ასევე შედიან ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმთა ნუსხაში.

მას შემდეგ, რაც შეიქმნა ნომინაცია „ოსკარი საუკეთესო ანიმაციური სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის“, პიქსარის მიერ გამოშვებულმა რვა ფილმმა მოახერვა მასში ნომინაციის მოპოვება. ექვსმა ჯილდოც დაისაკუთრა, მათ შორის არიან ნემოს ძიებაში, The Incredibles, რატატუი, WALL-E, მფრინავი სახლი და სათამაშოების ისტორია 3. მფრინავი სახლი და სათამაშოების ისტორია 3 იმ სამ ანიმაციურ ფილმთა შორისაა, რომლებიც ასევე ნომინირებული იყვნენ ოსკარზე საუკეთესო სურათისთვის.(პირველი ასეთი იყო მზეთუნახავი და ურჩხული)

2009 წლის 6 სექტემბერს პიქსარის ხელმძღვანელები ჯონ ლასეტერი, ბრედ ბერდი, პიტ დოქტერი, ენდრუ სტენტონი და ლი უნკრიხი ვენეციის კინოფესტივალზე დააჯილდოვეს ოქროს ლომით კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის. მათ ჯილდო გადასცათ Lucasfilm-ის დამაარსებელმა ჯორჯ ლუკასმა.

პიქსარის მომავალ პროექტებს შორისაა მონსტრების უნივერსიტეტი და კარგი დინოზავრი, რომელთაგან პირველის პრემიერა 2013 წელს შედგება, მეორის კი – 2014 წელს.

# ფილმი წელი რეჟისორი სცენარისტი ბიუჯეტი შემოსავალი[1] MC RT IMDb ოსკარი
1 სათამაშოების ისტორია 1995 ჯონ ლასეტერი ენდრუ სტენტონი
ჯოელ კოჰენი
ალეკ სოკოლოვი
ჯოს ვედონი
$30,000,000 $361,996,233 92 100% 8.2
(#144)
Special Achievement Award
ორიგინალური სცენარი
ორიგინალური სიმღერა
ორიგინალური საუნდტრეკი
2 მწერის ცხოვრება 1998 ჯონ ლასეტერი
ენდრუ სტენტონი
ენდრუ სტენტონი
დონ მაკენერი
ბობ შოუ
$60,000,000 $363,398,565 77 91% 7.3 ორიგინალური საუნდტრეკი
3 სათამაშოების ისტორია 2 1999 ჯონ ლასეტერი
ლი უნკრიხი
ეშ ბრენონი
ენდრუ სტენტონი
რიტა ჰსიაო
დო ჩემბერლენი
კრის ვები
$90,000,000 $485,015,179 88 100% 8.0 ორიგინალური სიმღერა
4 მონსტრების კორპორაცია 2001 პიტ დოქტერი
ლი უნკრიხი
დევიდ სილვერმენი
ენდრუ სტენტონი
დენიელ გერსონი
$115,000,000 $525,366,597 78 95% 8.0
ორიგინალური სიმღერა
ორიგინალური საუნდტრეკი
ხმის მონტაჟი
ანიმაციური ფილმი
5 ნემოს ძიებაში 2003 ენდრუ სტენტონი
ლი უნკრიხი
ენდრუ სტენტონი
ბობ პიტერსონი
დევიდ რეინოლდსი
$94,000,000 $867,893,978 89 98% 8.2
(#166)
ანიმაციური ფილმი
ორიგინალური სცენარი
ორიგინალური საუნდტრეკი
ხმის მონტაჟი
6 სუპერ ოჯახი 2004 ბრედ ბერდი ბრედ ბერდი $92,000,000 $631,442,092 90 97% 8.1
(#190)
ანიმაციური ფილმი
ხმის მონტაჟი
ორიგინალური სცენარი
ხმის შერევა
7 მანქანები 2006 ჯონ ლასეტერი
ჯონ რანფტი
დენ ფოგელმენი
ჯონ ლასეტერი
ჯონ რანფტი
ფილ მიურაი
ფილ ლორინი
$120,000,000 $461,982,881 73 74% 7.5 ორიგინალური სიმღერა
ანიმაციური ფილმი
8 რატატუი 2007 ბრედ ბერდი
იან ფინკავა
ბრედ ბერდი $150,000,000 $621,426,008 96 96% 8.1
(#180)
ანიმაციური ფილმი
ორიგინალური სცენარი
ორიგინალური საუნდტრეკი
ხმის შერევა
ხმის მონტაჟი
9 WALL-E 2008 ენდრუ სტენტონი
ენდრუ სტენტონი
ჯიმ რეარდონი
$180,000,000 $521,268,237 94 96% 8.5
(#48)
ანიმაციური ფილმი
ორიგინალური სცენარი
ორიგინალური სიმღერა
ორიგინალური საუნდტრეკი
ხმის შერევა
ხმის მონტაჟი
10 მფრინავი სახლი 2009 პიტ დოქტერი
ბობ პიტერსონი
ბობ პიტერსონი
პიტ დოქტერი
$175,000,000 $731,338,164 88 98% 8.4
(#92)
ანიმაციური ფილმი
ორიგინალური საუნდტრეკი
ორიგინალური სცენარი
ხმის მონტაჟი
სურათი
11 სათამაშოების ისტორია 3 2010 ლი უნკრიხი მაიკლ ერნდტი $200,000,000 $1,063,143,492 92 99% 8.8
(#23)
ანიმაციური ფილმი
ორიგინალური სიმღერა
სურათი
ადაპტირებული სცენარი
ხმის მონტაჟი
12 მანქანები 2 2011 ჯონ ლასეტერი
ბრედ ლეუისი
ბენ ქუინი $200,000,000 $550,461,329 57 38% 6.5
13 გულადი 2012 მარკ ენდრიუსი
ბრენდა ჩეპმენი
მარკ ენდრიუსი
სტივ პარსელი
ბრენდა ჩეპმენი
ირენ მეჩი
$185,000,000 $532,044,638 69 78% 7.5
14 მონსტრების უნივერსიტეტი 2013 დენ სკენლონი დენიელ გერსონი
რობერტ ლ. ბეირდი
დენ სკენლონი
$200,000,000 $743,559,607 65 78% 7.4 ანიმაციური ფილმი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Pixar - Box Office History. The-numbers.com. ციტირების თარიღი: 2009-06-30.