მონსტრების კორპორაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მონსტრების კორპორაცია
Monsters, Inc.
რეჟისორი პიტ დოქტერი
ლი უნკრიხი
დევიდ სილვერმენი
პროდიუსერი დარლა ანდერსონი
ჯონ ლასეტერი (აღმასრ.)
ენდრუ სტენტონი (აღმასრ.)
ნაწარმოები ჯილ კალტონი
პიტ დოქტერი
რალფ ეგლესტონი
ჯეფ პიჯეონი
კომპოზიტორი რენდი ნიუმენი
მონტაჟი რობერტ გრეჰემ ჯოუნსი
ჯიმ სტიუარტი[1]
სტუდია Pixar Animation Studios
დისტრიბუტორი Walt Disney Pictures
Buena Vista Distribution
პრემიერა 2 ნოემბერი 2001 (2001-11-02)
ხანგრძლივობა 92 წთ
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 115 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 525,366,597 მილიონი[2]
შემდეგი: მონსტრების კორპორაცია 2
საიტი: ოფიციალური საიტი

მონსტრების კორპორაცია“ (ინგლ. Monsters, Inc.) — 2001 წლის ამერიკული კომპიუტერული ანიმაციური ფილმი და პიქსარის მეოთხე სრულმეტრაჟიანი სურათი, რომლის დისტრიბუტორები არიან Walt Disney Pictures და Buena Vista Distribution. მისი რეჟისორები არიან პიტ დოქტერი, ლი უნკრიხი და დევიდ სილვერმენი, სცენარი კი ეკუთვნით ჯილ კალტონს, პიტ დოქტერს, რალფ ეგლესტონს, დენ გარსონს, ჯეფ პიჯეონს, რეტ რიზს, ჯონათან რობერტსს და ენდრუ სტენტონს.[1] მთავარ პერსონაჟებს ახმოვანებენ ჯონ გუდმენი, ბილი კრისტალი, მერი გიბსი, სტივ ბუშემი და ჯეიმზ კობურნი. სიუჟეტი მოგვითხრობს ბავშვების შემშინებელი კორპორაციის და მასში მომუშავე მონსტრების შესახებ.

ფილმის პრემიერა აშშ-ში შედგა 2 ნოემბერს, 2001, ავსტრალიაში 26 დეკემბერს, გაერთიანებულ სამეფოში კი 2002 წლის 8 თებერვალს.[3] ფილმმა კინოგაქირავებიდან $525,366,597-ის ოდენობის შემოსავალი მოიტანა.[2]Rotten Tomatoes-ის მიხედვით სურათის შეფასებათა 95% პოზიტიურია.[4]

2013 წლის 5 ივლისს გამოვიდა ფილმის გაგრძელება „მონსტრების უნივერსიტეტი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]