რატატუი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„რატატუი
Ratatouille“
რეჟისორი ბრედ ბერდი
იან ფინკავა
პროდიუსერი ბრედ ლევისი
აღმასრულებული პროდიუსერი:
ჯონ ლასეტერი
ენდრუ სტენტონი
გალინ სუსმენი
ნაწარმოები იან ფინკავა
ბრედ ბერდი
კომპოზიტორი მაიკლ ჯაკინო
მონტაჟი დარენ ჰოლმსი
სტენ ვები
სტუდია Pixar Animation Studios
დისტრიბუტორი Walt Disney Pictures
პრემიერა 29 ივნისი, 2007 (2007-06-29)
ხანგრძლივობა 111 წთ
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $150 მილიონი[1]
შემოსავალი $623,722,818[2]
საიტი http://www.pixar.com/

„რატატუი“ (ფრანგ. Ratatouille, ʁatatuj; ინგლ. Ratatouille, rætəˈtuːiː) — 2007 წლის კომპიუტერული ანიმაციური ფილმი, შექმნილი კინოსტუდია Pixar-ის მიერ და რეალიზებული Walt Disney Pictures-ის მიერ. ფილმი არის Pixar-ის მერვე ანიმაციური ნამუშევარი, რომლის რეჟისორია ბრედ ბერდი, რომელმაც ამ ადგილზე ჩაანაცვლა იან ფინკავა, 2005 წელს მისი წასვლის შემდეგ. ფილმის სათაური მომდინარეობს ფრანგული კერძიდან, თან აგრეთვე გააჩნია მსგავსება მთავარი პერსონაჟის სახეობასთან ინგლისურ ენაზე.

სიუჟეტი მოგვითხრობს ვირთხის, სახელად რემის შესახებ, რომელიც ოცნებობს რესტორნის შეფ-მზარეულობაზე და ცდილობს, რომ ოცნებას მიაღწიოს პარიზის ერთ-ერთი რესტორნის დამლაგებელთან ერთად. სურათის პრემიერა გაიმართა 2007 წლის 29 ივნისს აშშ-ში. ფილმმა წარმატებას მიაღწია კინოგაქირავებაში და დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა. ოსკარის მე-80 დაჯილდოებაზე ფილმი ნომინირებული იყო ხუთ ნომინაციაზე, რომელთაგან ოსკარის აღება მხოლოდ საუკეთესო ანიმაციური ფილმის ნომინაციაში მოახერხა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Michael Cieply (2007-04-24). „It's Not a Sequel, but It Might Seem Like One After the Ads“. New York Times.
  2. Ratatouille (2007). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: August 4, 2010.