გულადი (2012 წლის ფილმი)
„გულადი“ | |
---|---|
რეჟისორი |
მარკ ენდრიუსი ბრენდა ჩემპენი[1] |
პროდიუსერი | კეტრინ სარაფიანი |
ნაწარმოები | ბრენდა ჩემპენი |
კომპოზიტორი | პატრიკ დოილი |
მონტაჟი | ნიკოლას კ. სმითი |
სტუდია | Pixar |
დისტრიბუტორი | Walt Disney Pictures |
პრემიერა |
|
ხანგრძლივობა | 93 წთ[2] |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $185 მილიონი[3] |
შემოსავალი | $554,561,288[3] |
გულადი (ინგლ. Brave) — 2012 წლის 3D ფორმატის ფენტეზის ჟანრის სათავგადასავლო ფილმი. იგი გადაღებული იქნა სტუდია Pixar-ის მიერ. დისტრიბუციას მას უწევს Walt Disney Pictures. ფილმის სცენარის ავტორები არიან მარკ ენდრიუსი, სტივ პარსელი, ბრენდა ჩემპენი და აირინ მექი. რეჟისორები არიან ენდრიუსი და ჩეპმენი,[4] ხოლო დამატებითი რეჟისორი - პარსელი. ფილმის პერსონაჟებს ახმოვანებენ კელი მაკ-დონალდი, ჯული უოლტერსი, ბილი კონოლი, ემა ტომპსონი, კევინ მაკ-კიდი, კრეიგ ფერგიუსონი, რობი კოლტრეინი და ჯონ რაცენბერგერი. ფილმზე მუშაობის მომენტისათვის არსებული ყველაზე დახვეწილი ვიზუალური ეფექტების მისაღებად, Pixar-ის მიერ ანიმაციის სისტემა მთლიანად იქნა შეცვლილი, პირველად 25 წლის მანძილზე.[5]
ფილმის სიუჟეტში მოთხრობილია მარჯვე მშვილდოსან მერიდას თავგადასავლები. მისი პრემიერა გაიმართა 2012 წლის 10 ივნისს, სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში. იგი აშშ-ში ოფიციალურად 2012 წლის 22 ივნისს გამოვიდა. სეანსამდე ფილმს ერთვის მოკლემეტრაჟიანი La Luna (რეჟისორი ენრიკო კასაროსა).[6]
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მერიდა, მარჯვე მშვილდოსანი და მეფე ფერგუსისა და დედოფალ ელინორის ასული, ცხოვრობს დანბროქის შოტლანდიურ სამეფოში. იგი პრინცესაა და სამი ძმა ჰყავს. მერიდა უნდა დანიშნონ ერთ-ერთ ლორდზე - დინგვალზე, მაკინტოშზე ან მაკ-გაფინზე. თუმცა პრინცესას საკუთარი ცხოვრების მართვა სურს. იგი არღვევს ძველ ტრადიციას და მართავს სამშვილდოსნო შეჯიბრს სამ ლორდს შორის. ამით იგი სამეფოში არეულობას იწვევს. დახმარებისათვის მერიდა მიმართავს მოხუც ბრძენ ქალს, რათა „დედა შეცვალოს“. მაგრამ დედა, მოხუცის შელოცვით, იქცევა დათვად. მერიდამ უნდა ისწავლოს, თუ რა არის ნამდვილი გულადობა, ოჯახს წყევლა მოხსნას და გადაარჩინოს სამეფო.[7]
როლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კელი მაკ-დონალდი - პრინცესა მერიდა[4]
- ჯული უოლტერსი - ბრძენი ქალი[4]
- ბილი კონოლი - მეფე ფერგუსი[4]
- ემა ტომპსონი - დედოფალი ელინორი[4]
- კევინ მაკ-კიდი - ლორდი მაკ-გაფინი/ლორდის ვაჟი[8]
- კრეიგ ფერგიუსონი - ლორდი მაკინტოში[4]
- რობი კოლტრეინი - ლორდი დინგვალი[4]
- ჯონ რაცენბერგერი - მცველი[9]
- კალუმ ო'ნილი - ვი დინგვალი[10]
- მორდუ[11]
- ანგუსი[11]
- სამეული (ჰარისი, ჰუბერტი, ჰემიში)[12]
წარმოება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წლის აპრილში ფილმის პროექტი ცნობილი იყო სათაურით „დათვი და მშვილდი“[13]. „გულადი“ დაგეგმილი იყო, როგორც Pixar-ის პირველი ფილმი, რომელიც ზღაპრის ჟანრის იქნებოდა. იგი უფრო ბნელია და უფროს ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი. სიუჟეტი მიმდინარეობს შოტლანდიის მთებში, X საუკუნეში. ბრენდა ჩემპენი მას თვლის ჰანს ქრისტიან ანდერსენისა და ძმები გრიმების ჟანრის ზღაპრად.[14] იგი პროექტის ინიციატორი და რეჟისორი იყო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Pixar-ის ფილმზე მუშაობდა ქალი რეჟისორი.[15] მაგრამ 2010 წლის ოქტომბერში მას, შემოქმედებითი უთანხმოებების შედეგად მარკ ენდრიუსი ჩაენაცვლა.[16]
Pixar-ის ფილმების ისტორიაში მერიდა რიგით პირველი მთავარი პერსონაჟი გოგონაა.[4] თავდაპირველად მისი როლი გახმოვანებული რიზ უიზერსპუნის მიერ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან უარი განაცხადა, საკუთარი გრაფიკის გამო. პერსონაჟი საბოლოოდ კელი მაკ-დონალდმა გაახმოვანა,[4] რომელიც ამავე პერიოდში ტელეარხ HBO-ს სერიალ „მიწისქვეშა იმპერია“-ში მონაწილეობდა.
ჯონ რაცენბერგერი, რომელიც დღემდე Pixar-ის ყველა ფილმში მონაწილეობდა, „გულადში“ მცველის როლს ასრულებს და შოტლანდიური აქცენტით საუბრობს.[9]
ფილმის ფინალური ტიტრების დროს პატივისცემით ნახსენებია სტივ ჯობსი.[17]
გამოსვლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმის პრემიერა დაგეგმილი იყო 2012 წლის 15 ივნისათვის, მაგრამ 22 ივნისამდე გადაიწია.[18] მისი პრემიერა გაიმართა სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2012 წლის 10 ივნისს.[19] მისი ავსტრალიური პრემიერა გაიმართა 2012 წლის 11 ივნისს, სიდნეის ფილმების ფესტივალის ფარგლებში[20]. 2012 წლის 18 ივნისს მისი ამერიკული პრემიერა ჰოლივუდის თეატრში Dolby, ლოს-ანჯელესის კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება[21], ხოლო ევროპული - ედინბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2012 წლის 30 ივნისს.[22] „გულადი“ არის პირველი ფილმი, რომელიც Dolby Atmos-ის ხმის ფორმატით გამოვიდა. იგი უფრო ბუნებრივი ჟღერადობისათვის შეიმუშავა Dolby-მ.[23]
მუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გულადი | ||||
---|---|---|---|---|
კინომუსიკა — | ||||
გამოცემის თარიღი | 19 ივნისი, 2012 | |||
ჩაიწერა | 61:72 | |||
ჟანრი | საუნდტრეკი | |||
ლეიბლი | Walt Disney | |||
Pixar-ის საუნდტრეკები — ქრონოლოგია | ||||
| ||||
პატრიკ დოილის — ქრონოლოგია | ||||
|
„გულადის“ საუნდტრეკი გამოვიდა CD და ჩამოსატვირთ ფორმატებში. მისი მუსიკის ავტორია პატრიკ დოილი (Pixar-ის წინა ფილმების მუსიკაზე მუშაობდნენ რენდი ნიუმენი, ტომას ნიუმენი და მაიკლ ჯაკინო). საუნდტრეკში აგრეთვე ჟღერს ჯული ფაულისის მიერ შოტლანდიურ გალურ ენაზე ნამღერი ორი სიმღერი, დაწერილი ალექს მენდელის მიერ. დამატებით სიმღერას ასრულებენ Birdy და ჯგუფი Mumford & Sons.[24]
მუსიკაში შოტლანდიის ეროვნული მოტივების დასამატებლად დოილი იყენებდა შოტლანდიურ ხალხურ ინსტრუმენტებს - გუდასტვირებს, სოლო ვიოლინოს, კელტურ არფებს, ფლეიტებსა და ბოდრანს, ისევე როგორც ციმბალსა და ციბმალომს. „მე ვმუშაობდი ბევრ კლასიკურ შოტლანდიურ რიტმთან, როგორც იყო ჩქარი ცეკვები, ჯიგები და სტრასპეი. ეს არა მხოლოდ მოქმედებას ამატებს, არამედ ყველაფერს უფრო აუთენტურ ხასიათს ანიჭებს“, ამბობდა იგი.[24]
დოილმა აგრეთვე დაწერა მეფე ფერგუსის სიმღერა და კვლევის მიზნით შოტლანდიაში მოგზაურობდა. ის ასევე გალურ ენაზე ნამღერ ფსალმუნს იწერდა.[25]
ყველა კომპოზიციის ავტორია პატრიკ დოილი, გარდა შემდეგი სიმღერებისა:
- „Touch the Sky“ - მუსიკა: ალექს მენდელი; ტექსტი: მენდელი და რეჟისორი მარკ ენდრიუსი
- „Into the Open Air“ - მუსიკა: ალექს მენდელი
- „Learn Me Right“ - მუსიკა და ტექსტი - Mumford & Sons
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
1. | „Touch the Sky“ (ჯული ფაულისი) | 2:31 |
2. | „Into the Open Air“ (ჯული ფაულისი) | 2:41 |
3. | „Learn Me Right“ (Birdy და Mumford & Sons) | 3:46 |
4. | „Fate and Destiny“ | 4:17 |
5. | „The Games“ | 1:53 |
6. | „I Am Merida“ | 2:23 |
7. | „Remember to Smile“ | 2:17 |
8. | „Merida Rides Away“ | 4:07 |
9. | „The Witch's Cottage“ | 4:26 |
10. | „Song of Mor'du“ (ბილი კონოლი და სხვა მსახიობები) | 2:17 |
11. | „Through the Castle“ | 4:34 |
12. | „Legends Are Lessons“ | 4:06 |
13. | „Show Us the Way“ | 3:46 |
14. | „Mum Goes Wild“ | 3:25 |
15. | „In Her Heart“ | 2:36 |
16. | „Noble Maiden Fair (A Mhaighdean Bhan Uasal)“ (ემა ტომპსონი და პეიგი ბარკერი) | 2:36 |
17. | „Not Now!“ | 3:34 |
18. | „Get the Key“ | 3:15 |
19. | „We've Both Changed“ | 5:30 |
20. | „Merida's Home“ | 1:32 |
საერთო ხანგრძლივობა: | 61:72 |
ვიდეო თამაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიდეო თამაში ფილმის მიხედვით დისნეის ინტერაქტიული სტუდიების მიერ 2012 წლის 19 ივნისს გამოიცა,[26] შემდეგი პლატფორმებისათვის: PlayStation 3, Xbox 360, Wii, PC და Nintendo DS.[27] მობილური ტელეფონისათვის განკუთვნილი Temple Run: Brave, „გულადის“ ვერსია, რომელიც ეფუძნება თამაშს Temple Run, გამოვიდა 2012 წლის 14 ივნისს, iPhone, iPod Touch, iPad და Android-ისათვის.[28]
გამოხმაურება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012 წლის 3 აპრილს Pixar-მა ფილმის პირველი 30 წუთი წარადგინა, რომელმაც მაყურებელთა დადებითი რეაქცია გამოიწვია.[29] პიტერ დებრუგმა (Variety) დადებითი შეფასება დაწერა და აღნიშნა, რომ „ფილმში ნაჩვენებია მეტად მძლავრი, თვითდაჯერებული გმირი გოგონა ეპოქაში, როდესაც პრინცესები არც თუ მომხიბვლელები არიან, რაც მიმდინარეობს შოტლანდიურ გარემოში, სადაც მისი სული ისეთივე ალით არის ანთებული, როგორც მისი ცეცხლოვანი თმა.“ მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ბრენდას ჩემპენის ბიჭების შემოქმედებით კლუბში რეჟისორის სახით დამატებამ Pixar-ს საშუალება მისცა, შეექმნა დედის-ქალიშვილის ურთიერთობათა მჟღერი მიძღვნა, რომელიც შემოაქვს სიმძაფრე, როგორც კლასიკურ ფილმში „ნემოს ძიებაში“[30] ამის საპირისპიროდ, ტოდ მაკ-კართის (The Hollywood Reporter) აზრით, „ფილმი მეტად მოკლეა, ვინაიდან შეიცავს კლიმაქტერიკულ დრამას, რომელიც მეტად ხელსაყრელად სრულდება და ეფუძნება მაგიურ ელემენტებს, რომლებიც ოდნავ დამაბნეველია“.[31]
სხვადასხვა მიმოხილვაში გაკრიტიკებული იქნა სხვა ფილმების ერთგვარი გადატვირთვის მცდელობა და მაგალითებად დასახელებული იქნა „პატარა ქალთევზა“, „როგორც გავწრთვნათ დრაკონი“ და, განსაკუთრებით, „ძმა დათვი“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- „Brave“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „Brave“ — ანიმაციური ფილმების მონაცემთა დიდ ბაზაში
- „Brave“ — Rotten Tomatoes
- „Brave“ — Box Office Mojo-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Sciretta, Peter (April 24, 2012). „New Trailer and Clip: Pixar’s ‘Brave’“. Slash Film. ციტირების თარიღი: April 24, 2012.
- ↑ McCarthy, Todd (June 10, 2012). „Brave: Film Review“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: June 11, 2012.
- ↑ 3.0 3.1 Brave (2012). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: June 21, 2012.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 4.8 Young, John. (March 28, 2011) Pixar's 'Brave': First Look art – EXCLUSIVE PHOTOS. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 23, 2013. ციტირების თარიღი: March 29, 2011.
- ↑ Pixar Rewrote Their Animation System For The First Time In 25 Years For 'Brave' - Disney Vault[მკვდარი ბმული]
- ↑ Rizvi, Samad (August 19, 2011). „D23 2011: La Luna Will Play Before Brave, New Toy Story Toon Title Announced“. The Pixar Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 30, 2011. ციტირების თარიღი: January 24, 2012.
- ↑ "About". Disney/Pixar. Retrieved April 25, 2011.
- ↑ Lesnick, Silas; Murphy, Matt (August 20, 2011). „D23 Expo: Previewing Pixar's Brave“. ComingSoon. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 9, 2011. ციტირების თარიღი: August 21, 2011.
- ↑ 9.0 9.1 Connelly, Brendon (April 4, 2012). „Yes, The Pizza Planet Truck Is In Brave, And That’s Not All“. Bleeding Cool. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 6, 2012. ციტირების თარიღი: April 5, 2012.
- ↑ O'Neill, Callum. Acting. The Scottish Voice. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 31, 2013. ციტირების თარიღი: June 2, 2012.
- ↑ 11.0 11.1 Lang, Brent (March 16, 2011). „Disney Changes Release Date for 'The Brave'“. The Wrap. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 1, 2013. ციტირების თარიღი: September 5, 2011.
- ↑ Young, John (April 2, 2012). „Pixar's 'Brave': Inside look at movie's characters -- EXCLUSIVE PHOTOS“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 4, 2012. ციტირების თარიღი: April 5, 2012.
- ↑ Nichols, Michelle (April 8, 2008). „Disney previews 10 new animated movies, most 3-D“. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 16, 2013. ციტირების თარიღი: November 19, 2011.
- ↑ Vespe, Eric (April 9, 2008). „Quint discusses the Pixar half of the Disney Animation Presentation! UP! WALL-E! TOY STORY 3! NEWT! THE BEAR & THE BOW!“. Ain't It Cool News. ციტირების თარიღი: April 9, 2008.
- ↑ Powers, Lindsay. (October 14, 2010) Pixar announces first female director. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: March 29, 2011.
- ↑ Sperling, Nicole (May 25, 2011). „When the glass ceiling crashed on Brenda Chapman“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: August 19, 2011.
- ↑ Pixar’s ‘Brave’ Pays Ghostly Tribute to Steve Jobs
- ↑ Lang, Brent. (March 16, 2011) Disney Changes Release Date for 'The Brave'. TheWrap.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 1, 2013. ციტირების თარიღი: March 29, 2011.
- ↑ „Brave“. Seattle International Film Festival. June 10, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 24, 2012. ციტირების თარიღი: June 11, 2012.
- ↑ Bunbury, Stephanie (June 8, 2012). „'Brave': A Fairytale Beginning“. The Sydney Morning Herald. ციტირების თარიღი: June 11, 2012.
- ↑ Patten, Dominic (May 18, 2012). „‘Brave’ Premiere To Open Dolby Theatre But Will Dolby Mix Be Ready?“. Deadline. ციტირების თარიღი: May 19, 2012.
- ↑ „Disney/Pixar film Brave to premiere at Edinburgh International Film Festival“. BBC News. 13 March 2012. ციტირების თარიღი: 13 March 2012.
- ↑ Giardina, Carolyn (April 24, 2012). „CinemaCon 2012: Pixar's 'Brave' to Test Dolby's New Atmos Format“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: April 25, 2012.
- ↑ 24.0 24.1 Walt Disney Records (May 21, 2012). „Sounds Of The Highlands; Disney-Pixar's "Brave" Transports Moviegoers to Ancient Scotland with Oscar®-Nominated Composer Patrick Doyle, Plus Performers Julie Fowlis and Birdy (with Mumford & Sons)“. PR Newswire. ციტირების თარიღი: May 22, 2012.
- ↑ Cornwell, Tim (July 1, 2011). „Scotland's Pixar tale hits the right note“. Scotsman. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 8, 2011. ციტირების თარიღი: September 6, 2011.
- ↑ Rizvi, Samad (April 24, 2012). „Exclusive: A Chat With The ‘Brave’ Video Game Producer“. Pixar Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 3, 2012. ციტირების თარიღი: May 5, 2012.
- ↑ Cork, Jeff. (2012-03-19) Disney Pixar Announces Brave: The Video Game. Game Informer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-10. ციტირების თარიღი: 2012-06-14.
- ↑ Tong, Sophia (June 4, 2012). „Temple Run: Brave announced, coming to iOS and Android devices“. Games Radar. ციტირების თარიღი: June 4, 2012.
- ↑ Bastoli, Mike (April 4, 2012). „Brave Preview Draws Cheers“. Big Screen Animation. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 20, 2012. ციტირების თარიღი: May 5, 2012.
- ↑ Debruge, Peter (June 10, 2012). „Brave“. Variety. Reed Business Information. ციტირების თარიღი: June 11, 2012.
- ↑ McCarthy, Todd (June 10, 2012). „Brave: Film Review“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: June 11, 2012.
|